• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:23 10-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
781

ვერძი

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენს გაღიზიანებას და წყობიდან გამოყვანას ცდილობენ. ასეც რომ იყოს, ეცადეთ კონფლიქტი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროთა განმავლობაში ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჰარმონია აღდგება. ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას, რადგან მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. ახალ ნაცნობებს არ ენდოთ – განსაკუთრებით, თუ ბევრს გპირდებიან.

კურო

ვარსკვლავების კეთილგანწყობა სხვადასხვა საკითხში წარმატებას გპირდებათ. კოლეგები პროფესიული პრობლემების გადაჭრაში სიამოვნებით გეხმარებიან, საკუთარ იდეებს და რჩევებს გიზიარებენ.

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ბევრი კურო ახალ გატაცებას აღმოაჩენს, რომელიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.

ტყუპები

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ მათ გადალახვას აუცილებლად შეძლებთ. ტყუპებს, ხანგრძლივ მოგზაურობებსა და ფიზიკურ შრომაზე მეტად, მოსაწყნი საქმეები და ლოდინი ღლით. ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისა და ოჯახური კავშირების გასამყარებლად. ასე რომ, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ესტუმროთ ან სტუმრად მოიწვიოთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც მზად არიან, საინტერესო იდეები გაგიზიარონ ან რაიმე უჩვეულო შემოგთავაზონ.

ეს დღე შესაფერისია სემინარებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე დასასწრებად, რომლებიც თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

ლომი

შესაძლოა, მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდეს, მაგრამ მიზნის მიღწევას მაინც შეძლებთ. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან დაპირისპირება, თუმცა იუმორის გრძნობა კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საღამო შესაფერისია წვრილმანი შესყიდვებისთვის.

ქალწული

ეცადეთ, ამ დღის მოვლენებს ზედმეტად სერიოზულად არ მოეკიდოთ. წარმოქმნილი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და გაუგებრობები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნება, მალე დავიწყებას მიეცემა.

მალე შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა თქვენი მოკავშირეები ამისთვის. მგზავრობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – განსაკუთრებით, ვისაც საჭესთან დიდი დროის გატარება გიწევთ.

სასწორი

დღე ფიქრისა და ანალიზისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე აქტიური მოქმედებისთვის. სამომავლო გეგმებზე ფიქრისას ეცადეთ, ყველა ის ფაქტორი გაითვალისწინოთ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სავარაუდოდ, მოკავშირეებს და თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც თამამი პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით შეიძლება მოულოდნელი სიახლეები გაიგოთ. არ არის გამორიცხული ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მორიელი

რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. ბევრ მორიელს შეიძლება ამ დღემ ნებისყოფის გამოცდა მოუწყოს. არახელსაყრელი ტენდენციების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან.
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი, ბევრი ახალი იდეისა და გეგმის მომტანი დღეა. შესაძლოა, ისეთ საკითხებით დაინტერესდეთ, რაც არასოდეს გაინტერესებდათ, ისეთ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ, რომლებსაც ყოველთვის თავს არიდებდით.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცევით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ საჭირო კავშირები დაამყაროთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ.

თხის რქა

სასარგებლო ნაცნობობის დღეა; უჩვეულო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. შესაძლებელია ერთობლივი კომერციული თუ შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.

მერწყული

საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღეა. თქვენი საქმიანი ალღო საშუალებას გაძლევთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ. არაფორმალურ გარემოში, კოლეგებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია სასარგებლო იქნება. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.

თევზები

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა, თქვენ კი ენერგიით სავსე ხართ და გადაღლის საფრთხე არ გემუქრებათ. შეიძლება რაღაც უჩვეულო ურთიერთობა დაიწყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დროა კარგად დაფიქრდეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი მოკავშირე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved