• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„2250 ლარი უნდა გადამეხადა… ვერ გადავიხადე…წამოვედი… ახლა არც ერთ სკოლაში აღარ ვასწავლი“ – გვანცა ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:22 02-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,491

ხელოვნებათმცოდნე გვანცა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„

გადავიკითხე სანამ დავდებდი და ასე ერთად უფრო გამაოგნებელია რაც და როგორც დამემართა?
უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ძალიან მინდოდა ხელოვნების მასწავლებელი გავმხდარიყავი, მაგრამ მითხრეს ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრობა საკმარისი არ არის საგნის გამოცდა უნდა ჩააბაროო, მეთქი რა პრობლემაა, გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე. მერე მითხრეს არაო, უნარებიც უნდა ჩააბაროო. არც ეგ იქნება პრობლემამეთქი ვიფიქრე და გამოცდაზე დარეგისტრირება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. მითხრეს ჯერ მასწავლებელი უნდა იყო, უნარების გამოცდაზე ისე ვერ გახვალო. დავაგზავნე CV ები, დამიბარეს გასაუბრებებზე და იქ მითხრეს არაო, უნარები თუ არ გაქვს ჩაბარებული ვერ გახდები მასწავლებელიო ?
რამდენიმე თვის შემდეგ ერთ ერთ სკოლაში დროებით ამიყვანეს. ვიფიქრე ახლა მაინც დავრეგისტრირდებითქო და არაო, 2015 წლამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი თუ არ იყავი ისე ვერ დაგიშვებთ გამოცდაზეო. ჩემდა სამწუხაროდ 2015 წელს სტუდენტი ვიყავი და მასწავლებლობას მას შემდეგ ვაპირებდი, როცა თავად ვისწავლიდი და არა მანამდე ?
შემდეგ გამოცხადდა 60 კრედიტიანი პროგრამა – ვისაც მასწავლებლობა სურდა ერთი წლის განმავლობაში ლექციების კურსი უნდა გაევლო პედაგოგიკაში. ორი წლის ვადას გაძლევდნენ კურსის დასახურად. და ამ პერიოდში შეგეძლო სკოლაშიც გემუშავა. ვახ, მეთქი რა კარგია, დავიწყე სკოლაში მუშაობა და ერთი სული მაქვს ლექციები როდის დაიწყება. გამოცხადდა რეგისტრაცია, შევდივარ და ჰოი საოცრება, თბილისის არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს კურსი ხელოვნების მიმართულებით. ვრეკავ სამინისტროში, სადაც მპასუხობენ რომ თუ უნივერსიტეტი არ არის მზად, სიმისტრო ვერ აიძულებს რომელიმე საგანი გამოაცხადოს, მეთქი დირექტორს ხომ აიძულებთ ორ წელიწადში სკოლიდან გამიშვასთქო, კიო, ვიცით რომ ხარვეზია, მაგრამ რა ვქნათო ( მართლა ასე მიპასუხეს ?).
მეორე წელს თბილისში ისევ არ იყო ხელოვნების მიმართულებით და თელავში ჩავაბარე. ვიფიქრე იქნებ ხელი შეგვიწყონ და ლექციები შაბათ კვირას ან საღამოობით მაინც ჩატარდესთქო, იქ გვითხრეს არაო, ლექციები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 დან 17:00 საათამდეო. ანუ სკოლა უნდა მიმეტოვებინა, გზაში კვირაში რამდენიმე დღე მგზავრობის ფული უნდა გადამეხადა და ზოგადად, მეცხოვრა. ბუნებრივია ამას ხელფასის გარეშე ვერ მოვახერხებდი, ამიტომ უარი ვთქვი, ისე რომ ერთ ლექციასაც არ დავსწრებივარ.
როცა თბილისში ილიას უნივერსიტეტმა გამოაცხადა მიღება დავრეგისტრირდი, გასაუბრება გავიარე და უმაღლესი ქულით, პირველი ადგილით და სრული გრანტით მოვხვდი უნივერსიტეტში. პანდემიის გამო ონლაინ გავდიოდი კურსს. პირველი სემესტრის ბოლოს, გამოცდებამდე დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ თანხა მქონდა გადასახდელი, რომ დავიწყე გარკვევა აღმოჩნდა რომ რამდენიმე წლის წინ თელავის უნივერსიტეტში რახან ჩავაბარე, მიუხედავად იმისა რომ ერთ ლექციაზეც არ ვყოფილვარ, დაფინანსება აღარ მეკუთვნოდა და 2250 ლარი უნდა გადამეხადა. ვერ გადავიხადე.
არსებობდა კიდევ ერთი ვარიანტი, სკოლას უნდა მიეწერა სამინისტროსთვის და უფასო ონლაინ კურსი გამევლო. იმ პერიოდში კერძო სკოლაში ვასწავლიდი, სადაც ამიხსნეს რომ როგორც კერძო სკოლას, არ ქონდათ იმ პროცედურების გავლის საშუალება, რასაც სამინისტრო ითხოვდა. შემეძლო კვირაში 7 საათზე ნაკლები ამეღო. ცოტა საათების შემთხვევაში კერძო სკოლაში გაძლევენ სწავლების უფლებას.
წამოვედი. ახლა არც ერთ სკოლაში აღარ ვასწავლი. მესმის საქმის სიყვარულიც და მითუმეტეს ბავშვების, მაგრამ სტატუსის გარეშე, ნახევარ ხელფასზე, როცა დამატებით ორ სამსახურში გიწევს მუშაობა, ძალიან რთულია იგივე ენთუზიაზმზე დარჩე, მითუმეტეს ამდენი “არაო” ს მოსმენის შემდეგ.
სხვებს წარმატებები ?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved