• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – “არცერთ პოლიციელს ბრალი არ წარედგინა” – ნონა ქურდოვანიძე

ალია ავტორი - ალია
18:17 11-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

21 წლის აქტივისტს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – მესამე სექტორში ამბობენ, რომ მათე დევიძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

საიას აღმასრულებელი დირექტორი სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე საუბრობს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, მაშინ როცა არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში მიცემული არ არის, ამ ფონზე სისტემა აქტივისტებს სამაგალითოდ სჯის.

“ეს არის აქტივისტების სამაგალითო დასჯის მცდელობა. ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ გაზაფხულზე მიმდინარე აქციების დროსაც. იმ პირობებშიც, როცა არაერთი სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ფაქტები და ამაზე გამოძიება ამ დრომდე არ მიმდინარეობს და არცერთი პოლიციელი არ არის გამოვლენილი, ვისაც ბრალი წარედგინებოდა. არ სურს სისტემას, დროულად მოხდეს ამ საქმეებზე გამოძიების და შემდგომ სასამართლო პროცესების დასრულება, რომ მათ შეეძლოთ, მათ შორის მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვით. ასეთი თხოვნის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ექნებათ მანამდე, სანამ პირველი ინსტანცია არ დაასრულებს საქმის განხილვას”, – განაცხადა ქურდოვანიძემ. 

21 წლის მათე დევიძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება.

ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მეუბნებიან, რომ 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”– ლიზი თირქია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

19:07 12-01-2025
თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
ახალი ამბები

თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

17:32 12-01-2025
მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved