• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2050 წლისთვის შესაძლოა, სიმსივნის შემთხვევები 77%-ით გაიზარდოს – WHO

ალია ავტორი - ალია
12:27 02-04-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ონკოლოგიური კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (IARC) პროგნოზის თანახმად, სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ შესაძლოა, 2050 წლისთვის 35 მილიონს გადააჭარბოს.

ეს რიცხვი 2022 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 20 მილიონს, 77%-ით აღემატება. ზრდის მსგავსი მოსალოდნელი ტენდენციის მიზეზად სპეციალისტები თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ჰაერის დაბინძურებასა და სიმსუქნეს ასახელებენ.

„სიმსივნის შემთხვევების სწრაფად აღმავალი რაოდენობა პოპულაციის ხანდაზმულობასა და ზრდას ასახავს, ასევე იმ რისკფაქტორებთან შემხებლობის ცვლილებას, რომელთა ნაწილიც სოციოეკონომიკურ განვითარებასთანაა კავშირში.

სიმსივნის მომატებული შემთხვევების მთავარი მიზეზი თამბაქო, ალკოჰოლი და სიმსუქნეა, ჰაერის დაბინძურება კი გარემოსთან ასოცირებულ უპირველეს რისკფაქტორად რჩება”, — ვკითხულობთ IARC-ის განცხადებაში.

ამ პროგნოზის მიხედვით, ონკოლოგიური პაციენტების რიცხვის უდიდესი ზრდა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდება. მსგავს სახელმწიფოებში, 2022 წელთან შედარებით, 2050 წლისთვის 4.8 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი.

ამის მიუხედავად, ყველაზე დიდი პროცენტული სხვაობა, სავარაუდოდ, ადამიანის განვითარების ინდექსის მხრივ ბოლო ადგილებზე მყოფ ქვეყნებში გამოვლინდება. კერძოდ, იქ დაავადებულთა რაოდენობის 142%-მდე მატებაა მოსალოდნელი, საშუალო ინდექსის მქონე სახელმწიფოებში კი — 99%-მდე.

„ამ ქვეყნებში 2050 წლისთვის სიმსივნით სიკვდილიანობა შესაძლოა, თითქმის გაორმაგდეს, რისი გავლენაც ადამიანის განვითარების ინდექსის სხვადასხვა დონეზე მყოფ სახელმწიფოებში თანაბარი არ იქნება.

მთავარ დარტყმას სიმსივნესთან გასამკლავებლად საჭირო ყველაზე მცირე რესურსის მქონე ქვეყნები მიიღებს”, – ამბობენ სააგენტოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved