• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:15 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების შესახებ შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონკრეტული თარიღების დასახელება კარგია, თუმცა, დასაზუსტებელია თუ ვისზე ვრცელდება ეს თარიღი.

„მიშელის განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება 2023 წელი, ეს არის საინტერესო, რადგან არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 12-18 წლის წინ. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ეს არის სხვა საქმე. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი ან ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი სტატუსის მიღების მხრივ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, პირველ რიგში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს“, – დასძინა კობახიძემ.

ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად – შარლ მიშელი

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved