• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა

ალია ავტორი - ალია
15:10 06-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელმა“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს.

165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50 -ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 %-ი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.

წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს. ინდექსმა ქვეყნები შეაფასა მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით.

საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული. მდგრადი განვითარების ისეთ ძირითად მიზნობრივ აგრეგატში როგორიცაა „ხარისხიანი განათლება“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

მდგრადი განვითარების 16-ე მიზნობრივ აგრეგატში, „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იტალიას, საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved