• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2024 წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით – SJC

ალია ავტორი - ალია
14:19 12-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა… საგანგაშოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ სიმბოლურ დღეს სწორედ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და დევნის, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების აგრესიული მცდელობისა და სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის პირობებში ვხვდებით“,- ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„10 დღეზე მეტია თბილისი და სხვა ქალაქები მასობრივმა და უწყვეტმა მშვიდობიანმა პროტესტებმა მოიცვა. მოქალაქეები, ერთი მხრივ, აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპულ ინტეგრაციაზე ღია უარს, მეორე მხრივ კი, აგრესიული ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, რომელიც ცდილობს ადამიანები რეპრესირების, დასჯის და სიცრუის ტექნოლოგიებით მართოს, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და საჯარო სივრცეები კი სრულად დაიმორჩილოს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ავტორიტარიზმის მიზანი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ქონა, არამედ არსებული ეკონომიკური რესურსების სრული კონტროლი, ოლიგარქიული ინტერესების გატარება და გამდიდრებაა.

ძალადობრივი და მჩაგვრელი რეჟიმის გაფორმებას საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო წინააღმდეგობითა და თვითორგანიზებით უპირისპირდებიან. ქართული ოცნების” მიერ გამოყენებული ფართომასშტაბიანი და სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეები არ წყვეტენ მშვიდობიან პროტესტს და დემონსტრაციებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი უერთდება მოქალაქეების მშვიდობიანი წინააღმდეგობის პროცესს და შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვისთვის.

სრულად ბმულზე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved