• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 1,632 მილიარდი ლარით განისაზღვრა

ალია ავტორი - ალია
11:29 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 1,632 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ბიუჯეტის პირველადი ვერსია გავგზავნეთ, რომელშიც არ იყო ასახული ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი, შესაბამისად, თანხების ოდენობა იყო ნაკლები. უკვე დასრულებულია ყველა პროცედურა, რაც საჭირო იყო საბოლოო ბიუჯეტის განსაზღვრისთვის და მისი ოდენობა განისაზღვრა მილიარდ 632 მილიონი ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს.

ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 მილიონ ლარს, სესხის ნაწილი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში მუნიციპალიტეტის პროგრამებისთვის გამოყოფილია მილიარდ 768 მილიონი ლარი.

ამ თანხიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – 211 მლნ ლარი.

მოგახსენებთ, რამდენიმე ახალ პროექტს, რომლებიც 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება, ესენია: წერეთლის გამზირის, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი.

2023 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შევისყიდით სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved