• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2023 წელს ბათუმის საკრებულომ 93 626 ლარის პრემია/დანამატები გასცა, სატელეფონო საუბრებზე 23 392 ლარი დაიხარჯა, მანქანების საწვავზე – 73 851 – საერთაშორისო გამჭვირვალობა

ალია ავტორი - ალია
14:26 08-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის შუალედში გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო. ასევე, 2023 წელს საკრებულომ 93 626 ლარის პრემიე/დანამატები გასცა.

ძირითადი მიგნებები:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ  “ქართული ოცნების” უმრავლესობას მერიის კონტროლის პოლიტიკური ნება არ აქვს;
  • საკრებულოში ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის ინიციატივებს უჭერენ მხარს, ოპოზიციური ფრაქციების წინადადებები კი ხშირ შემთხვევაში სხდომაზეც არ გააქვთ;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს 12 და ბიუროს 24 სხდომა გაიმართა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბათუმის საკრებულოს საანგარიშო პერიოდში რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია, კომისიების სხდომები კი კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა;
  • საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო;
  • საკვლევ პერიოდში საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 2,175,343 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 993,423 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 1,181,920 ლარი;
  • საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურებიდან  93,626 ლარი არის პრემია/დანამატები;
  • 2023 წელს საკრებულოს დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციების მომსახურებისათვის დაიხარჯა 23,392 ლარი, საკრებულოს სატრანსპორტო პარკის მოვლა-შენახვისათვის – 18,309 ლარი და საწვავით უზრუნველყოფისათვის – 73,851 ლარი;
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი.
თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved