• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2023 წელს, აქციებისას გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები – „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ალია ავტორი - ალია
14:24 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი .

დოკუმენტში აღწერილია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა სამართალდამცველების მხრიდან.

2023 წელს გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა – აქციებში მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით გამოიკვეთა პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია, რიგ შემთხვევებში, პოლიციელთა რაოდენობა აქციის მონაწილეთა რაოდენობას მკვეთრად აღემატებოდა, ზოგჯერ კი პირიქით – მცირე რაოდენობის გამო პოლიცია ვერ ახერხებდა საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას,- ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე 2023 წელს გამართული რამდენიმე აქციაა დასახელებული და ნათქვამია, რომ საჭიროების გარეშე პოლიციელთა დიდი რაოდენობის მობილიზებამ შესაძლოა აღძრას შიში და მეტიც, პოლიციელების მხრიდან გადაჭარბებულმა ჩარევამ შესაძლოა კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, მისი გამძაფრება გამოიწვიოს.

დოკუმენტის თანახმადვე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით 7-8 მარტს გამართულ აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები.

„აღსანიშნავია 7 მარტის მასშტაბური საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ და 8-9 მარტის საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს, გამოდი ღირსების დასაცავად“, სადაც ერთი მხრივ, შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დარღვევით გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, აქციის ზოგიერთი მონაწილე გასცდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს“,- ნათქვამია ანგარიშში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დოკუმენტშია საუბარი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებებია. ანგარიშის თანახმად:

 

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023 წელსაც გრძელდებოდა მოქალაქეთა არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებებისა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები ასევე, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის შეზღუდული იყო მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. გამოიკვეთა, რომ მცოცავი საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, არსებითად იზღუდება მოსახლეობის წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე. ეს კი ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგრადობას“,- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია სტიქიური მოვლენები და ადამიანის უფლებები. მოყვანილია 2023 წელს შოვისა და გურიის სტიქიური უბედურებების მაგალითი და ნათქვამია, რომ „სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფებთან გასამკლავებლად არაეფექტური სისტემა არსებობს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და განვითარებას“.

რაც შეეხება მედიაგარემოსა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ანგარიშის თანახმად, 2023 წელს შემაშფოთებელი იყო მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ძალადობის ყველა შემთხვევის საჯაროდ დაგმობა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც.

„მართალია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროაქტიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში, მოხერხდეს ქვეყნის განვითარება და, შესაბამისად, ევროკავშირის წევრობის მიღება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved