2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რიცხვიც.
„ფრონტის ხაზი თუ გაიყინება და ჩვენ შესაბამის პოზიციებს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი მხრიდან უკვე უზარმაზარი დათმობა იქნება. ამ ომს თუ წავაგებთ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დავკარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.














კომენტარები