• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია

„პოსტრედმა“ ახალი ბრენდინგითა და მკაფიოდ გამოხატული იდენტობით ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

ალია ავტორი - ალია
16:25 11-30-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდენტობას და მიზნებს. ფილმებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ერთ–ერთი წამყვანი აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, “პოსტრედის” ისტორიას მისი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვიამბობს:

„9 წლის წინ, როცა კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი დევიზი იყო „ნიჭს არ აქვს საზღვრები.“ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით 3 არტისტი, რომლებსაც გვჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. გადავწყიტეთ, ხელოვნებით გაგვერღვია საზღვრები და გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, გვემუშავა ყველაზე დიდ საერთაშორისო პროექტებზე.

ხმის დიზაინი და მუსიკა ის საქმეა, რომლითაც დავიწყეთ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველი წლები აქტიურად ვთანამშრომლობდით ქართულ კინო და სარეკლამო ინდუსტრიასთან. გვქონდა პატივი გვემუშავა ისეთ მნიშვნელოვანპროექტებზე, როგორებიცაა დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, და ა.შ. თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საზღვრების გარღვევა და უფრო დიდ ასპარეზზეგასვლა, რისთვისაც ბევრი წელი და დიდი შრომა დაგვჭირდა.

დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ჰოლივუდია, ჩვენი საქმიანობის არეალი კი – ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ამ სფეროში მსხვილ სექტორებთან კოლაბორაცია დიდი გამოცდილება და იმის დამტკიცებაა, რომ ნიჭს საზღვრები მართლაც არ აქვს. ამას ის დიდი საერთაშორისო პროექტებიც ადასტურებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ვიმუშავეთ. Ferrari (2023), Thanksgiving (2023), Euphoria(2022), Scream 6 (2023) – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო კომპანიების კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ ბაზარზე უფრო კარგად გვიცნობენ, ვცდილობთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და ჩვენს ქვეყანასაც გავუზიაროთ

გამოცდილება. სწორედ ამიტომაც, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევასწავლოთ ხმის დიზაინი დევიზით – „აკეთე, რაც გიყვარს.“

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ძალიან ძლიერია სტერეოტიპი, რომ ხელოვნება მხოლოდ გასართობი სფეროა, რომელსაც ქველმოქმედების მიზნით ფული სულ იქით უნდა უხადო. ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და იმის დამტკიცება, რომ არტ–ინდუსტრია ბიზნესისთვის დიდი და მომგებიანი ასპარეზია, ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს ვაკეთებთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობაც დიდწილად ამ მოტივით გადავწყვიტეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტი და ამით ბიზნეს სექტორს დავანახეთ, რომ არტი არ არის სფერო, რომელსაც მხოლოდ უნდა დაეხმარო, არამედ ეს არის მომგებიანი ბიზნესი, თავისი დიდი ბენეფიტებით. ჩვენმა კომპანიამ სწორედ ამის პრეცენდენტი შექმნა საქართველოში. ქვეყნის მთავარ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაც „პოსტრედის“ გუნდისთვის სწორედ ამ იდეის ვალიდაციაა.

როგორც გამარჯვებულ კომპანიას, ჯილდოს არჩევის საშუალება გვქონდა. ჩვენ

ბრენდინგი ავირჩიეთ და თიბისისა და კომპანია „ჰოლი მოტორსის“ გუნდთან ერთად ვიმუშავეთ „პოსტრედის“ რებრენდინგზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, მივიღეთ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ბრენდი, როგორც სოციალური იდენტობა, ათწლეულებს გაუძლებს. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ ახალი ბრენდითა და ახალი ძალებით შევედით ახალ, ვიდეოთამაშების საერთაშორისო ბაზარზე და ძალიან მოკლე დროში კომპანიის წარმადობა ფაქტობრივად გაორმაგდა.

მიმაჩნია, რომ მსგავს დაჯილდოებებში მონაწილეობა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანი და ხარისხიანია. შეიძლება პირველ ჯერზე ვერ გაიმარჯვო, მაგრამ მსგავს კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, რომელიც გუნდს თავდაჯერებულობას და ძალას ჰმატებს.”

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved