• რეკლამა
  • კონტაქტი
23:22, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა კომპანია „ედანამ“ ეთნო-ტურნე დაიწყო

ალია ავტორი - ალია
14:46 11-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტის გამარჯვებულ კომპანია „ედანას“ თიბისისგან ჯილდოს სახით საქართველოს 6 დიდი ქალაქში ეთნო–ტურნე გადაეცა. „ედანას“ ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის გადაეცა. ონის რაიონში დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და მასში დასაქმებულ ქალებზე კომპანიის დამფუძნებელი, ლილი მაისურაძე გვიამბობს:

„ჩვენი ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა, მოდის დიზაინის  კურსდამთავრებულმა, რაჭაში დაბრუნება და ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მინდოდა. სწორედ ამ მიზნით დავაარსე სოციალური საწარმო „ედენა“.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნება იყო, ჩვენს რეგიონში მალევე გავავრცელე ხმა და ხელსაქმის შესწავლის მსურველები მოვიზიდე. მათ შორის იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფროსი თაობის ქალები, შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.

საქმიანობა ონის კუტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში დავიწყეთ, სადაც 12 ქალს თექაზე მუშაობასა და აბრეშუმის მოხატვას ვასწავლიდი. აქედან 4 ქალი დღემდე ჩვენს საწარმოში მუშაობს.

საწარმოს გაფართოებისა და განვითარებისთვის ყველა  შესაძლებლობას ვიყენებდით. განსაკუთრებით გვეხმარებოდა საერთაშორისო გრანტები. ჯამში რვა საგრანტო პროექტში გავიმარჯვეთ. „ფერმერთა ასოციაციის ქალების გაძლიერების პროგრამა“ დანადგარების შეძენაში დაგვეხმარა.  „გაეროს განვითრების პროექტის“ფარგლებში საკუთარი სივრცე შევიძინეთ, გავარემონტეთ და მაღაზია გავხსენით. ამავე დროს გადავამზადეთ 45-მდე ადგილობრივი ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენს საწარმოში დარჩა, ნაწილი კი საქმიანობას დამოუკიდებლადგანაგრძობს. ქალებს, რომელთაც სწავლება ჩვენთან არ გაუვლიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ქმნიან საინტერესო პროდუქტს, ასევე ვეხმარებით -მათნაწარმს ჩვენს მაღაზიაში ვყიდით.

პარალელურად  ჩართულები ვართ ევროკავშირისა და USAID-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ძალადობაგამოვლილი და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. გრანტების დახმარებით უკვე 70-მდე ქალი გადავამზადეთ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ 20-მდე ქალის გადამზადებას ვგეგმავთ.

“ედანა“ 5 მიმართულებით მუშაობს, ესენია: თექა, აბრეშუმზე ხატვა, ჯვრულ-ნაქარგობა, მინანქარი და ქართული სუვენირები. ვკერავთ ჩანთებსა და ქუდებს, ვამზადებთ ოთახის სადეკორაციო ნივთებს და ტანსაცმელს – ჟილეტებსა და ყაბალახებს. ვაწარმოებთ ხის სუვენირებს სპეციალური ლაზერული ჭრის აპარატით. ამ პროდუქციას ვყიდით ჩვენს მაღაზიაში და ასევე ონლაინ. წარმოდგენილი ვართ   საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე. ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკაში ერთ-ერთ ქართული სუვენირების მაღაზიასთან.

შევიძინეთ რაჭული ბეღელი და გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ეზოში, საწარმოსა და მაღაზიასთან ერთად, ახალი, სადეგუსტაციო სივრცისთვის, სადაც რაჭული სასუსნავები მოიყრის თავს.

2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოების პროექტში და, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ ნომინაციაში რეგიონის განვითარებისთვის. ამ ფაქტმა, პირველ რიგში, თვითშეფასება აგვიმაღლა და საკუთარ თავებში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, დაგვიფინანსდაეთნო–ტურნე, რომლის ფარგლებშიც ვეწვევით საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს – თბილისს, მცხეთას, თელავს, ბათუმს, ზუგდიდსა და მესტიას, სადაც ჩავიტანთ ჩვენს პროდუქციას და ვუმასპინძლებთ გამოფენებს, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს და მოვიზიდავთ თანამშრომლებს.

თიბისის პროექტში  გამარჯვებამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა, რაც აისახა რიცხვებზეც.

სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორებს.“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved