• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წელს მსოფლიოს ერთ სულ მოსახლეზე 132კგ საკვები გადაიყარა – გაეროს ანგარიში

ალია ავტორი - ალია
12:13 04-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

2022 წელს, დიასახლისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ დღეში 1 მლრდ პორცია საკვებს ყრიდნენ, მაშინ, როდესაც 783 მლნ ადამიანი შიმშილობს, ხოლო მოსახლეობის მესამედი სურსათის უკმარისობის წინაშე იმყოფება.

საკვები ნარჩენები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას და კლიმატის ცვლილებას, ანადგურებს ბუნებას და ანაგვიანებს მას – ასეთია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ანგარიშის მთავარი დასკვნები, რომელიც “ნარჩენების გარეშე – მსოფლიოს საერთაშორისო დღისთვის” გამოქვეყნდა.

დასკვნა შეიცავს ასევე რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად და გვთავაზობს მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას საკვების ნარჩენების შესამცირებლად.

2022 წლის მონაცემებით, 1,05 მლრდ ტონა საკვების ნარჩენი აღრიცხეს (მათ შორის გამოუყენებელი), რაც ერთ სულ მოსახლეზე 132 კილოგრამს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საკვების თითქმის მეხუთედს შეადგენს.

„საკვები ნარჩენები – გლობალური ტრაგედიაა. მილიონობით ადამიანი შიმშილობს, რადგან ადამიანები საკვებს უბრალოდ ყრიან, – განაცხადა UNEP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსონმა. – თუ ქვეყნები საკმარის ყურადღებას გამოუყოფენ ამ პრობლემას, გადაყრილი საკვები შემცირდება, ხოლო გლობალური მიზნების მიღწევა დაჩქარდება“.

ცნობილია ისიც, რომ „დიდი ოცეულის“ მხოლოდ ოთხ ქვეყანას – ავსტრალიას, იაპონიას, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს, ასევე ევროკავშირს აქვს საკვების ნარჩენების საზომი, რომელიც ეფექტურია 2030 წლამდე.

მონაცემები ადასტურებს, რომ საკვების ნარჩენები არ არის მხოლოდ „მდიდარი ქვეყნის“ პრობლემა, საყოფაცხოვრებო საკვების ნარჩენების დონე განსხვავდება საშუალოდ მაღალი, საშუალო და დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სულ რაღაც შვიდი კილოგრამით ერთ სულ მოსახლეზე. ამავდროულად, უფრო ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნები, როგორც ჩანს, ერთ სულ მოსახლეზე შინამეურნეობებში უფრო მეტ საკვების ნარჩენებს წარმოქმნიან.

UNEP აგრძელებს ქვეყნების პროგრესის მონიტორინგს საკვების ნარჩენების განახევრებისკენ 2030 წლისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალია სისტემური ქმედებები სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში: საჯარო და კერძო სექტორების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მუშაობაში ჩართვა; პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება; გადაწყვეტილებების ერთობლივი შემუშავება და პოზიტიური ცვლილებების გატარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved