• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2021 წელს “ვარდების რევოლუციის” დრო არ არის – ვიოლა ფონ კრამონი

ალია ავტორი - ალია
16:39 02-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს:

“არსებობს სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ისინი ღიად საუბრობენ დარღვევებსა და სიყალბეზე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენილა, არც შიდა დამკვირვებლების მხრიდან, როგორიც ISFED-ია და არც სხვებისგან, იქნებოდა ეს ეუთო/ოდირი თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. თუმცა, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ ამ დარღვევების გარეშე, რეზულტატი, არჩევნების საბოლოო შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნებოდა. თუ არჩევნების გამეორება ან მცირე კორექცია მოხდებოდა, მაგალითად 2 ან 3%-ის – დიახ, ეს ოპოზიციისთვის უფრო ადვილს გახდიდა, რომ მუშაობას შედგომოდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას, ალბათ, მაინც „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა, მაგრამ ამაზე სპეკულირება ჩემი საქმე არაა.

მე ვნახე, რომ, მაგალითად, შიდა სადამკვირვებლო პლატფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალიან აპარტიული და დაბალანსებულია (მათ კერძო ინტერესი ამ პროცესში არ აქვთ, ისეთი, რომლის შემჩნევა მე შემეძლო), აშკარად აჩვენებენ, რომ განსხვავება არც ისეთი დიდია, როგორზეც ოპოზიცია აცხადებს პრეტენზიას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება, რათა მათ დაიბრუნონ თავიანთი როლი და გააცნობიერონ, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის, ხალხს კონსტიტუციური, საკანონმდებლო გამოსავალი სჭირდება და არა ისეთი, როგორიც 2003-2004 წლებში გვქონდა, „ვარდების რევოლუციის“ დროს – 2021 წელს ამის დრო არ არის. ხალხი არჩეულ წარმომადგენლებს პარლამენტში ელის. მსგავსი მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ასევე ისიც, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები სიყალბე და ძალადობა იქნება და ისიც, რომ არც პანდემია იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. ვფიქრობ, ადგილობრივი და სხვა ტიპის არჩევნების დროს უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის უფრო მეტად სამართლიანი იყოს. თუმცა, როგორც ვთქვი, საბოლოო შედეგი ცოტათი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად“

თეგები: ევროპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved