• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2021 წელს საქართველოს დენის იმპორტი (გარდა აფხაზეთისთვის განკუთვნილი რუსული ელექტროენერგიისა) 47.6 მილიონი დოლარი დაუჯდა”

ალია ავტორი - ალია
18:52 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის ელექტროენერგიი საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დენის იმპორტის მნიშვნელოვან მატებას მოელის.

ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი 2022 წელს 19%-ით გაიზრდება და 2.38 ტერავატ საათს მიაღწევს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გასულ წელს საქართველოში დენის იმპორტი 25%-ით გაიზარდა და 2 ტერავატ საათი იყო, გამოდის რომ საქართველო ყოველწლიურად უფრო დამოკიდებული ხდება იმპორტულ ელექტროენერგიაზე.

2022 წელს მთავრობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების 5.8%-ით, 14.5 ტერავატ საათამდე მატებას პროგნოზირებს. შესაბამისად, იმპორტის წილი ადგილობრივ მოხმარებაში 16.5% უნდა იყოს (2021 წელს ის 14.6%-ს შეადგენდა).

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ წელს აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2021 წლის დონეზე, ანუ 3 ტერავატ საათზე შენარჩუნდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ბუმია, მაღალია ალბათობა რომ დენის მოხმარება წელსაც გაგრძელდეს.

შარშან აფხაზეთმა თბილისზე მეტი – 2.95 ტერავატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წლის მოხმარებაზე 16%-ით მეტი იყო. რეგიონი დენით ორი წყაროდან მარაგდება, ერთია ენგურჰესის “უფასო ელექტროენერგია”, მეორე კი რუსეთის მიერ სუბსიდირებულ ფასად მიწოდებული დენი. 2021 წელს აფხაზეთმა 1 ტერავატ საათის მოცულობის ელექტროენერგია სწორედ რუსეთიდან მიიღო.

2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წყაროების მიხედვით ასე უნდა განაწილდეს:

● ჰიდროელექტროსადგურები – 10.6 ტერავატ საათი (მატება 3.9%);
● თბოსადგურები – 2.48 ტერავატ საათი (მატება 4.2%);
● იმპორტი – 2.38 ტერავატ საათი (მატება 19%);
● ქარის ელექტროსადგური – 85 მლნ კილოვატ საათი (მატება 2%).

● ექსპორტი – 512 მლნ კილოვატ საათი (მატება 30%);

● სულ ადგილობრივი მოხმარება – 14.5 ტერავატ საათი (მატება 5.8%).

მთავრობის პროგნოზის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარების მატება წელს ძირითადად იმპორტით უნდა დაბალანსდეს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში არ არის დეტალურად ჩაშლილი თუ რომელი ქვეყნებიდან არის წელს ელექტროენერგიის იმპორტის მატება მოსალოდნელი.

2021 წლის მდგომარეობით კი იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

● იმპორტი რუსეთიდან (აფხაზეთის რეგიონისთვის) – 992 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 49.7%;
● იმპორტი რუსეთიდან (დანარჩენი საქართველოსთვის, რაშიც საქართველომ თანხა გადაიხადა) – 253 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 12.4%;
● იმპორტი აზერბაიჯანიდან – 600 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 29.9%;
● იმპორტი თურქეთიდან – 161 მლნ კილოვატ საათი, იმპორტის 8%.

2021 წელს საქართველოს დენის იმპორტი (გარდა აფხაზეთისთვის განკუთვნილი რუსული ელექტროენერგიისა) 47.6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved