ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, რეკომენდაციებით მიმართავს. ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. “დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე, პრინციპში არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა. რჩევები იქნება შემდეგნაირი: მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხეები, ამასთან სითხის ნაწილი, სასურველია იყოს სუფთა წყლის და არა წვენების, ან სხვა სახით. მეორე – იმოძრავეთ, უძრაობა ხელს უწყობს ზოგიერთი გართულებების, მაგალითად თრომბოემბოლიის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო, იგულისხმება, რომ არ ხართ ცუდად და შეგიძლიათ იმოძრაოთ, ეს შეიძლება იყოს სიარული, აერობიკა, ჩაბუქვნები, ნებისმიერი სახის მოძრაობა. ამის გარდა, თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მცირე მომატება, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ 38-ზე ნაკლებია ტემპერატურა, ...