• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2020 წელს მთავრობამ “შტატგარეშე” მოხელეებზე 296 მლნ ლარის ხელფასები გასცა – “შტატგარეშე რეკორდი”

ალია ავტორი - ალია
15:02 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

BM.GE-ის ინფორმაციით, გამოქვეყნდა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს სახელმწიფო აპარატის – შტატიანი და შტატგარეშე მოხლეეების ხელფასების დაფინანსება 1.85 მილიარდი ლარი დაუჯდათ, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 151.6 მილიონი ლარით აღემატება. მთავრობის 1.85-მილიარდიანი ხელფასიდან 296.3 მილიონი ლარი შტატგარეშეს სტატუსით დასაქმებული პირების ანაზღაურებები იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.1 მილიონი ლარით მეტია. შტატიანი მოხელეების ხელფასების მოცულობა კი გასულ წელს 98 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.55 მილიარდი ლარი შეადგინა. 

შედარებისთვის, 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს სახელმწიფო აპარატის (შტატიანის და უშტატო მოხლეების) შენახვა 1.70 მილიარდი ლარი დაჯდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.60 მილაიარდი ლარი იყო.

კანონის მიხედვით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ.

ამავდროულად, საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არსებობს ზღვარი, თუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ადამიანი უშტატოდ დასაქმებული. მაგალითად, საფრანგეთში ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელე ან შტატში უნდა ჩასვან ან გაათავისუფლონ, პოლონეთში ანალოგიური ვადა 3 წელია, ისრაელში კი 15 თვე.

შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება “საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ხდება. ამავე მუხლიდან გაიცემა მივლინებების ანაზღაურებაც, რაც 2020 წელს 57 მილიონი ლარი დაჯდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24 მილიონით ნაკლებია. მივლინებებზე ყველაზე მეტს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, რაც უწყების მიერ საერთაშორისო მისიებში ჯარისკაცების გაგზავნას უკავშირდება.

წყარო – BM.GE

დღეს ალეკო ელისაშვილი აღნიშავს, რომ ამ სიღარიბის დროს, შესაძლოა, ევროკავშირმა, შესალოა, 60 მილიონი ევრო აღარ მისცეს ქვეყანას, “შტატგარეშე” თანამშრომლებისთვის გადახდილი 296 მილიონი ლარით 60 მილიონ ევროსაც ვიყიდით და ხურდაც დაგვრჩება – შტატგარეშე თანამშრომლებიც ხელფასებში მიდის სინამდვილეში ევროპის გამოყოფილი დახმარება? ისედაც გაზრდილია შტატიანი თანამშრომლები და ისედაც წლიდან წლამდე მეტი და მეტი თანხა გვჭირდება მათ გამოსაკვებად!

ხოდა, თუ იმ 60 მილიონს აღარ გამოგვიყოფენ, ხელფასებს აღარ გასცემთ, თუ მეტად დაგვაჯარიმებთ, რომ მეტი თანხა შევიდეს ბიუჯეტში?

ამ სიღარიბის დროს, ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეიძლება შეაჩეროს – ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved