• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, კვირა, 29 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2019-ში ხდებოდა ხილული დანაშაული, შსს-მ შეგვატოვა მოძალადეებს” – თაბაგარი მეზვრიშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
20:36 07-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

თბილისი პრაიდის დირექტორი, გიორგი თაბაგარი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილს საპასუხოდ ამბობს, რომ 2019 წელს  “ხილული დანაშაული” ხდებოდა, რის დროსაც, ხელისუფლებამ ისინი მაშინ “მოძალადე ჯგუფებს შეატოვა”.

მანამდე, ნათია მეზვრიშვილმა იგი ფორმულას გადაცემა “კომენტარში” საუბრისას, გიორგი ტყუილში დაადანაშაულა.

გიორგი თაბაგარი:

“კონკრეტულად ლევან ვასაძემ იმ ზაფხულს 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია. შექმნა ბანდ-ფორმირებები, დასდევდნენ ადამიანებს და გვემუქრებოდნენ. გვაშინებდა სახელმწიფოც. 

ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერებაში, რომელიც აგერ უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, 2019 წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა სახელმწიფოსთვის.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ დაუპირისპირა ვერაფერი მოძალადე ჯგუფებს და ისევ ჩვენი გადამალვით ცდილობდა ფონს გასვლას.

“ვერ დაგიცავთ, რაც გინდათ ის ქენით” იყო შსს-ს პასუხი 2019 წლის ღირსების მარშზე და პირდაპირი გაგებით შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს.

დაგვტოვა ჩვენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებთან – გავიდოდით თუ არა და გავრისკავდით თუ არა სიცოცხლეს.

არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ წამოწევა, მაგრამ ისტორია ვერ გადაიწერება ასე მოკლე დროში. აგერ, გუშინ ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად 2019 წლის ივნის-ივლისში. აქვე დავამატებ, რომ მარტო შსს-ზეც არ მინდა გადატყდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობები. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და ჩემს წარმოდგენაში 2019 წელს ხელისუფლებას ეს ნება არ ჰქონდა”

გიორგი გახარიას გუნდის წევრის ნათია მეზვრიშვილის თქმით,  გიორგი თაბაგარი ცრუობს:

“ბატონი გიორგი თაბაგარი ცრუობდა. ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა პოლიციამ, მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციამ ძალადობა დაუშვა ან იქ, სადაც ძალადობა მოხდა, დაუყოვნებლივ არ აღკვეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს”, – თქვა მან. 

ღირსების მარში პირველად 2019 წლის 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო. 

ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა.

2019 წელს გიორგი თაბაგარი ამბობდა, რომ უწყების წარმომადგენლები Tbilisi Pride-ის აქტივისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფებად მოიხსენიებდნენ. მისივე თქმით, უწყებამ უარი თქვა პრაიდთან პირდაპირ კონტაქტსა და თანამშრომლობაზე. ასევე, არ დააკმაყოფილა ორგანიზატორთა თხოვნა, გამოეყო ტრანსპორტი მონაწილეთა გადასაყვანად და ომბუდსმენის მეშვეობით შეუთვალა: “რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება”. 

იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.

რადიკალურმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით მათ შსს-სთან მაინც ჩაატარეს ხანმოკლე საპროტესტო აქცია მანამ, სანამ მათ დასარბევად მივიდოდნენ. 

წყარო – ფორმულა

თეგები: გიორგი თაბაგარინათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved