• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია – m² -მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

ალია ავტორი - ალია
13:04 08-09-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
413

m² – მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.

m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია.

საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც განსაზღვრულ თანხაზე მეტ მოთხოვნაში გამოიხატა.

აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიმართ არსებულ მაღალ ნდობას ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები 2 წლის ვადითაა გამოშვებული, ხოლო კუპონის განაკვეთი 8,5% შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ    “საქართველოს უძრავმა ქონებამ“, რომელიც m² -ის 100%-იანი წილის მფლობელია  –  ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.  ეს წარმატება ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება „გალტ ენდ თაგარტისა“ და „საქართველოს უძრავი ქონების“ აქტიური თანამშრომლობა, რაზეც მორიგი, უკვე რიგით მე-8 წარმატებული განთავსება მეტყველებს. მსურს, მორიგი წარმატება მივულოცო „საქართველოს უძრავ ქონებას“,  რომელთანაც 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით. საცალო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი „საქართველოს უძრავი ქონების“ მიმართ ნდობასა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიანიშნებს.“ – განაცხადა ქეთევან თოიძემ, „გალტ ენდ თაგარტის“ დირექტორის მოადგილემ.

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავმა ქონებამ” ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. ეს თიბისი კაპიტალისა და “საქართველოს უძრავი ქონების” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომპანიის სანდოობასა და ემიტენტისა და ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას ადასტურებს.

ობლიგაციების გამოშვების პროცესში კომპანიამ არსებული 35 მილიონი ობლიგაციების გამოსყიდვის პროცესიც გამოაცხადა, სადაც 26 მილიონი დოლარის დაინტერესება მიიღო, რომლის რეფინანსირებისთვის, ახალი, 25 მილიონიანი ობლიგაციების გამოყენება მოხდება. 35 მილიონიდან დარჩენილი 9 მილიონის დაფარვა განხორციელდება ოქტომბერში, როგორც ობლიგაციების პირობებით არის განსაზღვრული.

m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m² – ის აქციების 100% წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved