• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – ეს არის ჩაფლავებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შედეგი” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:29 09-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყნაში მძიმე  ეკონომიკური მდგომარებაა, რაც ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის შედეგია. ვაშაძის თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდება და მოქალაქეები შიმშილის პირას არიან

“საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ლარის კურსი უფასურდება, 200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის მაგალითი,  ჩაფლავებული ეკონომიკური და  ე.წ  ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც ბატონმა გახარიამ, ჩაფლავებულმა პრემიერ-მინისტირმა შემოგვთავაზა და რომლითაც ძალიან მაგრად იქენდნენ თავს, ” აცხადებს ვაშაძე და მოქედი მთავრობის ხელში ლარის კურსის შემაშფათებელ მომავალზე საუბრობს.  ამასთან, აღნიშნავს რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს.
ლარის კურსი ეს არის ნომერ პირველი  პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად  დრამატულად უფასურდება. 450 მლნ დოლარი, ჩვენი ფული მხოლოდ წელს დახარჯულია იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გაამყარონ და შეედეგი არის ნული, დღეს დოლარის კურსი 3.33 და ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას.სომხეთსა და აზეირბაჯინაში მთელი წლის მანძილზე 1%-იანი ცდომილება აქვს კურს  და დღესაც ასეა, საქართველოში კი 17%-ით გაუფასურდა ლარის კურსი ანუ თუ იტყვიან რომ ეს არის გლობალური პრობლემა ან რეგიონის ეს არის ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც კატასტროფულად გაუუფასურდა ვალუტა, ეს სწორედ საქართველოა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა! 3მლრდ ლარით მეტის გადახდა მოუწევს საქართველოში ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში ან ევროში აქვთ აღებული. შემაშფოთებელია ის ციფრი, რომელიც დღეს არის  Bloomberg-საერთაშორისო ვალუტით ვაჭრობის ბირჟაზე, ისინი ამბობენ რომ ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება დაეცეს 3.80-მდე ანუ ლარის კიდევ უფრო კატასტროფულ გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან ჩვენ კი, რეალურად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევდივართ, ” – ამბობს პოლიტიკური ლიდერი და მიაჩნია, რომ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა გაჩნდეს მძლავრი პოლიტიკური მოლოდინი.


“ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გააჩინოს და ახალი კომპლექსური, სისტემური ეკონომიკური რეფორმების ახალმა ტალღამ, სწორედ ეს გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გათვიცნობიერებული. თუ მძლავრი  და ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად არაფერი არ შეიცვლება.

ჩვენს მიერ წარმოდგენილია სამი პუნქტი:

1. სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმები;

2. ხელისფულების ცვლილება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში არანაირი ნდობა და პოზიტიური  განრიგი არ დაიწყება;

3. ჩვენ უნდა გადავიდეთ მულტისავალუტო რეჟიმზე (ლარი/ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღება). ამ გეგმით იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გადარჩენა“  – აცხადება გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved