• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

20 დეკემბერს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება

ალია ავტორი - ალია
18:08 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები”. ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საღამო ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ჩატარდება და ტრადიციულად ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული წაუძღვებიან.

„ღონისძიებაში მონაწილეობენ: მთქმელები და ავტორმთქმელები, ზეპირსიტყვიერების შემკრებები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფაქტობრივად, მთელი საქართველოდან. საღამოზე მოისმენთ ქისტი და ოსი ქალბატონების ქართულ კაფიაობას და ბევრ საინტერესო შესრულებას.

ხელნაკეთი მოსაწვევი ბარათები ყვავილებითა და ხალხური პოეზიის ნიმუშებით შექმნეს ზურა შევარდნაძემ, ეთერ თათარაიძემ და ამირან არაბულმა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი; გარდენია შევარდნაძე, ჯიდი ალკო და ალკორიუმი.

ხალხური პოეზიის საღამოები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით 2008 წელს აღდგა, მას შემდეგ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო ყოველ წელს ეწყობა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, პანდემიის გამო საღამო ვერ ჩატარდა.

ზეპირსიტყვიერების პირველი საღამო ქართული ენის სახელმწიფო ენის აღიარების მნიშვნელოვანი დღის წლისთავს დაამთხვიეს და 1979 წლის 14 აპრილს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ხალხს ვერ იტევდა… მქუხარე ტაშის ფონზე წარიმართა პირველი საღამო და ასე გაგრძელდა მრავალი წელი. დაიწყეს თენგიზ მირზაშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ალექსი ჭინჭარაულმა… დღეს აგრძელებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved