დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 21:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.
“ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპობრივად კიდევ სხვა… დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე” – ამბობს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, 1-2 კვირიანი ვადა დაასახელა ამირან გამყრელიძემ 9 მარტსაც.
კომენტარები