• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:28 01-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
748

ვერძი

მოერიდეთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, რადგან ეს შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

კურო

სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ტყუპები

ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და ურთიერთობაში ნაკლებად აგრესიული იყოთ. ლიდერობაში ვერავინ შეგეცილებათ და გარშემო მყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. მეგობრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. ხანდაზმული ტყუპები ზედმეტად ცხიმიანი კერძების და ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა მოერიდონ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მანქანის მართვის და ბასრი საგნებთან ურთიერთობის დროს. მთელი დღე ცდუნებას ებრძვით, რომ ფული უსარგებლო ნივთის შეძენაში არ დახარჯოთ ან საეჭვო საქმეში არ დააბანდოთ. ამ ცდუნებას არ დანებდეთ. მშვენიერი დღეა საოჯახო საქმეებისთვის.

ლომი

საზეიმო განწყობაზე ხართ და დილიდან გეგმას ადგენთ, რათა დღე მხიარულად გაატაროთ. დიდხანს იფიქრებთ, სტუმრად წახვიდეთ თუ სტუმრები თქვენთან მიიწვიოთ. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დღე არ არის ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

ქალწული

მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას და ეცადეთ, ყურადღება საზეიმო სუფრაზე და გემრიელი კერძების დაგემოვნებაზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სადღესასწაულო შეკრებებს სახლში მაინც მოერიდოთ. საქმემ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა მიუძღვენით, შეიძლება სასიამოვნო ნაყოფი გამოიღოს.

სასწორი

შეიძლება ვიღაცის სიტყვებმა გული გატკინოთ, ამიტომ უმჯობესია, მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. უფროს ნათესავებთან შესაძლებელია უთანხმოება გემოვნების საკითხებში. ენერგია, რომელსაც ეს დღე გჩუქნით, სრულიად საკმარისია როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

მორიელი

გამორიცხული არ არის, საოჯახო ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით საყვარელ ადამიანთან იკამათოთ. მეგობრებთან ურთიერთობაშიც სირთულეებია მოსალოდნელია, ამიტომ უმჯობესია აქტიური მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ და უბრალოდ დაისვენოთ.

მშვილდოსანი

უფროს ნათესავებთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობის გარკვევის ცდუნებას არ აჰყვეთ – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უბრალოდ რაიმე გემრიელი მიირთვით, რომ წყენა დაივიწყოთ.

თხის რქა

უმჯობესია, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და მთელი დღე სახლში დარჩეთ. წვეულებებზე სიარული, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შეიძლება რაღაც საკითხზე პოზიციის შეცვლა გაიძულოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვინმესთან შეჯიბრება მოგინდეთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რათა კონკურენცია საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობად არ იქცეს.

მერწყული

შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში რაღაც ისეთი მოხდეს, რაც აგანერვიულებთ. ამ დღეს ფულს ნუ გაასესხებთ, თორემ დიდხანს ვეღარ დაიბრუნებთ. კარგი დღეა ალკოჰოლზე უარის თქმისა და ორგანიზმის განტვირთვისთვის. ზუსტად იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ცდილობთ, სხვებსაც უკარნახოთ, როგორ იმოქმედონ – გაითვალისწინეთ, რომ ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით! შეიძლება პარტნიორთან მცირე გაუგებრობა წარმოიშვას. სავარაუდოდ, ის ბევრ ყურადღებას მოითხოვს, თქვენ კი უბრალოდ დასვენება გსურთ, თუმცა მეორე დღეს ეს უთანხმოება არცერთს აღარ გემახსოვრებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved