ერთად დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა!
დღეს, 19:00 – რუსთაველზე – წერს ფეისბუქზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა ოპოზიციამ დედაქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსა.
17 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია “ლელომ” და ნიკა მელიამ დააანონსეს.
ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე – ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას.
ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს…ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც, ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.
შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!
მამუკა ხაზარაძე:
აქციები და საერთო პროტესტი!ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო!!!
რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება…
ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია!

კომენტარები