• რეკლამა
  • კონტაქტი
23:22, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

19 აპრილს, 19 საათზე მე აქ ვიქნები! – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
13:46 04-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
636

სინდისის პატიმატი, ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და წერს:

ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა. სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს ეგუება და შემდგომ ყველაფერი გაძლებადი ხდება, მაგრამ ეს ილუზიაა. რეალურად გვიპატიმრებენ არა სხეულს, არამედ გონებას. ოღონდაც გონების დაპატიმრებას ვერ დაათარიღებ. ის არ მომხდარა 4 დეკემბრის ღამეს, როდესაც ხელებზე მხოლოდ ბორკილები გადევს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ზიხარ და ფიქრობ, რომ ყველაფერს გააკეთებ ოჯახისთვის, ქვეყნისთვისა და ერისთვის. როდესაც გისოსებიდან გაიხედავ და თავისუფალი თბილისის ნაცვლად ციხის კედლებს დაინახავ, ამ დროს მოდის საზარელი ფიქრები. ნეტავ, 6 წელს მომისჯიან თუ 9-ს? 9 წლის მერე დედა როგორი იქნება? და მამა? ამ სად იქნება ის გოგონა, ვისთან გასატარებელ წლებსაც ციხეში გავატარებ?

გიფიქრიათ ოდესმე – “ნეტავ მომავალი წლის იმავე დღეს სად ვიქნები?” – მე მიფიქრია. ეს იყო 2024 წლის 19 აპრილს, როდესაც ათობით სტუდენტმა სრული უიმედობის ჟამს ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გავემართეთ გმირთა მოედნისკენ, სასწაულის იმედად… როცა თავისუფლების მოედანთან უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან ათასობით და გმირთა მემორიალთან ფიცის დასადებად ათიათასობით, მაშინ მივხვდით, რომ ეს სასწაული მოხდა! ამდენი ხნის შემდეგ პირველად, ქვეყნის სიყვარულმა და ათიოდე სტუდენტმა, ათიათასობით გულანთებული მამულიშვილი გამოვიყვანეთ გარეთ. თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით! იმ ჟამს არ არსებობდა არც მთავრობა, არც ოპოზიცია. ვიყავით მხოლოდ საქართველოს შვილები, ამავე საქართველოს სიყვარულით და ნათელი მომავლისთვის ბრძოლის წყურვილით გამოსული მთელი ერი. იმ საოცარ ღამეს ბევრი არ მიფიქრია, მხოლოდ ის კითხვა, თუ სად იქნებოდა საქართველო ერთ წელიწადში და სად ვიქნებოდი მე. ასეთი მოგონებები ნიჰილიზმს აქრობს და ხვდები, რომ არამხოლოდ სხეულის პატიმრობა, არამედ გონების პატიმრობაც ილუზიაა. ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან ეს მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი! და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორედაც შევძლებთ!

19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ. გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, სადაც “ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა – ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა.”

მე იქ ვიქნები, თქვენთან ერთად და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან მე გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი!”

02.04.2025
ზვიად ცეცხლაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved