უკრაინის თეატრისა და კინოს მსახიობი, ოქსანა შვეცი, კიევში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ადგილობრივ თეატრზე დაყრდნობით ვრცელდება, თეატრის ცნობით, მსახიობი საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. მსახიობი 67 წლის იყო.
კომენტარები