• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნეიტრალიტეტის თემა კრემლიდან მოდის – ერთხელ უკვე გამოვაცხადეთ ნეიტრალიტეტი და ამას მოჰყვა საბჭოთა რუსეთის მიერ, საქართველოს დაპყრობა” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:32 03-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, “მთავარ არხთან” ამბობს:

“ნეიტრალიტეტის თემა წამოვა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთიდანაა შეკვეთა. ვნახეთ, რომელი პოლიტი8კური ძალები აყენებდნენ ამ თემას. ყველას სხვადასხვანაირად ესმის ეს ნეიტრალიტეტი.

რუსეთის გადმოსახედიდან, ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ არავინ ჩაერიოს ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მხოლოდ მას ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება იქ ყველაფერი გადაწყვიტოს ისე, როგორც თავად სურს. ასე ესმის რუსეთს ნეიტრალიტეტი.

რეალური ნეიტრალიტეტი აქვს შვედეთს და ფინეთს, მაგრამ ამ ორივე ქვეყნის მოსახლეობა, უკვე იმ აზრზეა, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება, განსაკუთრებით, უკრაინაში მომხდარის შემდეგ.

საგულისხმოა ისიც, რომ ნეიტრალიტეტის საკითხს რუსეთი აქტიურად აყენებს უკრაინასთან მიმართებაში და აყენებს ფინურ და შვედურ მოდელს და უკრაინა არ ეთანხმება, რადგან უკრაინას სურს ახალი მოდელი, სადაც უსაფრთხოების გარანტია იქნება წინა პლანზე. უკრაინა უარს არ ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე, ამაზე უარი არ უთქვამს, ითხოვს დამატებით გარანტიებს. დღეს, გასაგებია, რომ არ არის ნატო მზად უკრანაის მისაღებად. უკრაინი დიდი ქვეყანაა, მას საშუალება აქვს თავად დაიცვას თავი. ეს მოდელი ნაკლებად შეიძლება იყოს საქართველოსთვის მისაღები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, იმ წინააღმდგეობას, რაც უკრაინამ გაუწია, ძალიანაც რომ მოგვენდომებია, ვერ გავუწევდით. საქართველოსთვის ნატო კვლავ რჩება ერთადერთ შესაძლებლობად უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უფრო უნდა წავიდეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ, რომელებმაც ნატო აირჩიეს უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

ნეიტრალიტეტი საკმაოდ დიდი სიამოვნებაა, დიდი ჯარი უნდა შეინახო, იმისთვის, რომ შეძლო საკუთარი ქვეყნის დაცვა და ყველა  მეზობელიც უნდა თანხმდებოდეს ამაზე. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური სტატუსის გამოცხადებისას, პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველომ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ამას მოჰყვა აქედან ინგლისის ჯარების გაყვანა და საბჭოთა რუსეთის მიერ, საქართველოს დაპყრობა – ჩვენ ეს ცუდი გამოცდილებაც გვაქვს. რაც არ უნდა გვიკიჟინონ ახლა ნეიტრალიტეტი, ეს არ არის გამოსავალი საქართველოსთვის.

ნეიტრალიტეტის თემა, ცხადია, კრემლს აწყობს და კრემლიდან მოდის. ფინეთის მაგალითი მოჰყავდათ, მაგრამ ფინეთი აღარ არის კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი, არც შვეიცარი აღარაა კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი, ეს პირველ რიგში მორალური საკითხია, ზნეობის საკითხია. ფინეთმა პირველად თავის ისტორიაში იარაღი გააგზავნა უცხოეთში და ეს უკრაინა იყო. კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი აღარც არსებობს – ვერ იქნები ნეიტრალური, როდესაც ქალებს და ბავშვებს ხოცავენ შენ თვალწინ. შეუძლებელია, ადამიანს გული არ ჰქონდეს, საზოგადოება არ განიცდიდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

სპეკულაცია მუდმივად იქნება, სანამ რუსეთი იარსებებს, მუდმივად იქნება მცდელობები დეზინფორმაციის ე.წ. ფეიკ-ნიუსების შემოტანის საზგადოების გონების არევის მცდელობები. საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, ნაკლებად უნდა დაუჯეროს დეზინფორმაციას და სატყუარად არ უნდა წამოეგოს და ხშირად წამოვეგეთ. ამისი გარანტია უნდა იყოს ქვეყანაში განათლების დონის აწევა. სამწუხაროდ, არც ერთ ხელისუფლებას განათლების საკითხისთვის არ მიუხედავს. ეს არის ფუნდამენტური, გრძელვადიანი საკითხი. თუ განათლების დონე მაღალი იქნება ქვეყანაში, საფუძველი გამოეცლება მაშინ ასეთ სპეკულაციებს.”

 

“რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ მარტო დაგვტოვოს და დაგვიპყროს, მოქმედებს ზუსტად ამ სცენარით, რომ შეგვაერთოს “დედა რუსეთს”. – გიორგი ბადრიძე

თეგები: ზურაბ ბატიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved