რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირისგან დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა ჩინეთს ეკონომიკური დახმარებაც სთხოვა.
ჩინეთის პასუხი არ ვრცელდება. თუმცა, ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთმა, შესაძლოა, პუტინისთვის პასუხის გაცემამდე, აშშ-თან ისაუბროს. ამ დროისთვის, დადასტურებული დეტალები არ არის ცნობილი.
კომენტარები