პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი დაუყოვნებლივ მიენიჭოს:
“პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს. კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს და ამის შემდეგ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამასთან, აღდგენისთვის უკრაინას უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფინანსურ რესურსებზე. ეს მათ ეკუთვნით”,- წერს ანდჟეი დუდა Twitter-ზე.
კომენტარები