“ფორმულას” ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონში უფროსებმა თანატოლისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით ორი მოზარდი დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა.
უფროსების ჩარევით, 12 წლის ბავშვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააჩოქეს და ბოდიში მოახდევინეს იმ მოსწავლისთვის, რომელსაც მანამდე თავად მიაყენეს შეურაცხყოფა.
ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა, ისმის ქალის ხმა, რომელიც დაჩოქილ ბავშვებს ბოდიშის მოხდას აიძულებს იქვე მდგარი თანატოლისთვის. ამ სცენას მობილური ტელეფონით იღებდა ერთ-ერთი დაჩოქილი ბავშვის მშობელი. ვიდეო სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და მალევე წაიშალა.
“მე 600 კაციან ჯარს ვამწარებდი… ორივე წახვალთ სკოლებიდან… კლასმა უნდა ნახოს, როგორ დაგამცირეთ..” – ისმის ვიდეოში ხმა.
კომენტარები