• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 (ვიდეო) – ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა მიაყენა – “პოლიციის ფაილები”

ალია ავტორი - ალია
01:22 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

გადაცემა “პოლიციის ფაილები” თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას მიეძღვნა. საუბარია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე.

როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, რომელმაც ნონა რომანაძეს და მის მცირეწლოვან შვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგავ ბავშვის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ეს ხილვადობას პრობლემას უქმნიდა. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილი ნახეს, პროფესიონალებს არ გამოპარვიათ, რომ დამწვარ სხეულზე ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ბინაში გარდაცვლილი ქალი ეზოში დაასვენეს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.

ბავშვს კი იმ ოთახში მიაგნეს, სადაც ხანძრის კერა იყო. მოზარდი თითქმის სულ დამწვარი იყო. პატრულ-ინსპექტორი ზვიად ბარბაქაძე იხსენებს, რომ დაღუპულ ბავშვს დედისგან განსხვავებით არ ეტყობოდა ჭრილობები, რადგან სხეული მძიმედ დაზიანებული ჰქონდა.

ქალის გვამი სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა, ნახანძრალ სახლში ძალადობის კვალს ადვილად მიაგნეს, სისხლის შხეფები კედლებზე ჯერ კიდევ იყო, შეინიშნებოდა დამტვრეული ავეჯი და არეული ოთახები.

ექსპერტმა ბაჩო ბენიძემ დადგინა, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, რათა დანაშაულის ნიშნები არ დარჩენილიყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა “პოლიციის” ფაილებში” განაცხადა:

“ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ჩართული ჰქონდა საბავშო გადაცემები, იქვე ახლოს მისთვის განკუთვნილი კერძით თეფში იდო.

კვლევებით დადგინდა, რომ ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის გახსნას ცდილობდა. მეზობლები მამფორიების ოჯახზე დადებითად საუბრობდნენ. გარდაცვლილის ქმარი ყოველდილას სახლიდან სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი, გამომუშავებული ხელფასის ნაწილით სავალუტო ჯიხურში დოლარს ყიდულობდა, რადგან წყვილი ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა.

მკვლელი ოჯახის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან მოკლულ ქალს ხალათი ეცვა და “სტუმარი” ამ ფორმაში ჰყავდა მიღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი სამსახურში იყო, ხოლო უფროსი შვილი – სკოლაში. ოჯახის მეგობრებს მყარი ალიბი ჰქონდათ.

გიორგი ხაბელაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მეგობარს მამფირიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა. მეგობარმა მომხდარი და შეთავაზების შინაარსი ერთმანეთს დაუკავშირა და შსს-ში ჩვენების მისაცემად მივიდა.

გამოძიება ამ ვერსიით გაგრძელდა და დადგინდა, რომ ხაბელაშვილი მეგობარ ქალთან დანაშაულის ჩადენის დროს თავის სახლში არ იმყოფებოდა, ქალბატონი აღნიშნავდა, რომ მასთან ხაბელაშვილი აღელვებული მივიდა და ტანსაცმელი სასწრაფოს გარეცხა.

ხაბელაშვილი შემთვევის ადგილას მაშინ არ მისულა, როცა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მან თავისსა და მამფორიას საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ მასზე ეთქვათ, რომ სახლში დილიდან სვამდა, რადგან პოლიციას მასზე როგორც წარსულში ნასამართლევს, არ დაედანაშაულებინა.

თეგები: პოლიციის ფაილები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved