• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და აღარ უნდა არსებობდეს…” – ირინა სარიშვილის ემოციური წერილი

ალია ავტორი - ალია
01:33 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“პირველად ბავშვთა სახლებზე რაც წავიკითხე და შემძრა იყო არ მახსოვს ვისი წერილი: იქ ბავშვები ჩუმად ტირიან ან არ ტირიანო.
ბევრი წლის წინ ვნახე და დავრწმუნდი: სულ პატარებში მართლა ასეა.
რატომ არ ტირიან, არ ჭირვეულობენ იცით? გრძნობენ რომ არ ყავთ უპირობო მყვარებელი, ის ვისაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია, ამიტომ არ გაუვათ ჭირვეულობა და ხმამაღლა ტირილი.
უფრო დიდებში, სადაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, შეხვალ და ყველა უკან მოგსდევს და დედას გეძახის და შეიძლება ადგილზე მოკვდე.

გარდატეხის ასაკამდე ამ ბავშვების დამორჩილებას არაფერი არ უნდა – მათ სხვა გზა არა აქვთ და გემორჩილებიან და შენზეა დამოკიდებული, აღმზრდელი ხარ, მნახველი თუ ვინც არ უნდა იყო, გამოიყენებ ამას თუ პირიქით – ყველაფერს გააკეთებ იმისათვის რომ ბავშვი გალაღდეს, არ იყოს მორჩილი, იტიროს, იცელქოს, დააშავოს და დარწმუნებული იყოს რომ ის ნებისმიერი ეყვარებათ სიცოცხლეზე მეტად. ამის გაკეთება ბავშვთა სახლში შეუძლებელია – ბავშვთა სახლში საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებს კარგად კვებავენ, ეთამაშებიან, ხანდახან კოცნიან და მერე საკუთარ ოჯახებში მიდიან შვილებთან ჩასახუტებლად.
ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც კი, არათუ ისეთი, სადაც ბავშვებს აწამებენ, სჯიან, მონებივით ექცევიან, ბოროტებაა და ეს ვისაც არ ესმის, ისიც ბოროტია.

ვინც ბოლომდე ვერ ხვდებით, რა დავწერე, თუნდაც შვილად აყვანის რიგში იდგეთ, სანამ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სხვა მონაცემების ბავშვი გამოჩნდება, უბრალოდ მიდით ერთხელ მაინც ბავშვთა სახლში, ჩახედეთ თვალებში პატარას, რომელიც ან ფიზიკური, ან სხვა ნაკლის გამო სრულიად მარტო აღმოჩნდა ამ დაუნდობელ სამყაროში, ჩახედეთ თვალებში და მიხვდებით რომ მთავარი ის კი არაა, თქვენ რომ გინდათ შვილი, მთავარი ისაა რომ ბავშვს უნდა დედა და გელოდებათ……………………..

ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და ასეთი სახლები აღარ უნდა არსებობდეს…”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved