• რეკლამა
  • კონტაქტი
04:01, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“18 აგვისტოს ღამის კოშმარი დიდი ხანი ემახსოვრებათ რუსეთში – როგორ აღწევენ დრონები რუსულ სამხედრო ობიექტებამდე?” – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
14:06 08-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,935

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:

 

“18 აგვისტოს (კიევის დროით) ღამის კოშმარი დიდი ხანი ემახსოვრებათ რუსეთში, კერძოდ:

?სევასტოპოლში ბელბეკის სამხედრო ავიაბაზაზე რომელიც 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაფიქსირდა ოთხი მძლავრი აფეთქება (ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს), რის შედეგადაც მოხდა დეტონაცია და ხანძარი ავიაბაზის ტერიტორიაზე, გავრცელებული ინფორმაციით ბაზაზე განთავსებული იყო 40 ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ავიაცია: საფრონტო ბომბდამშენები, გამანდგურებლები, სატრანსპორტო თვითმფრინავები…

?მძლავრი აფეთქება მოხდა ბელგოროდის (რუსეთი) რაიონის სოფელ ტიმონოვოში სადაც სამხედრო ბაზაზე განთავსებული იყო, 9K720 Iskander-ის საშუალო მანძილზე მოქმედი (400-500 km) ბალისტიკური რაკეტები, Tochka-U-ს ახლო მანძილზე მოქმედი (120km) ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები (რომელიც ბელორუსმა გადასცა რუსეთს) და ასევე რუსული 20-ე არმიის საბრძოლო მასალების საწყობები, სწორედ აქედან იბომბებოდა მასიურად ხარკოვის ოლქის ქალაქები, აფეთქებები იმდენად მასშტაბური იყო რომ საბრძოლო მასალების დეტონაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა (ზარალი მასშტაბურია), ბელოგოროდის გუბერნატორის გადაწყვეტილებით მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია მიმდებარე სოფლებიდან…სავარაუდოდ განხორციელდა დივერსია…

?ქერჩის რაიონში ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდთან ახლოს აფეთქებების ხმა გაისმა, ჩაირთო საჰაერო განგაში, გავრცელებულ კადრებში რუსულმა საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა (S-400 და S-300) რამდენიმე საჰაერო სამიზნის (როგორც რუსები ამბობენ ძირითად დრონების) გადაჭერა მოახერხა თუმცა რამდენიმე აფეთქება მაინც მოხდა ყირმის ხიდთან ახლოს…სავარაუდოდ ეს იყო წინა მოსამზადებელი დაზვერვითი ოპერაცია…

?მორიგი ეგრეთ წოდებული Fail Start-ი დაფიქსირდა სტარიი ოსკოლში (ბელგოროდის ოლქი) ავიაბაზაზე საიდანაც რუსები ცდილობდნენ ისკანდერის ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ხარკოვის მიმართულებით, თუმცა ბალისტიკური რაკეტა გაშვების შემდგომ იქვე რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე ჩამოვარდა, რომელმაც ასევე მასშტაბური აფეთქებების სერია გამოიწვია, სამხედრო ბაზაზე განთავსებული იყო სამხედრო ავიაცია (უცნობია რაოდენობა) და საბრძოლო მასალების საწყობები…

?ნოვა კახოვკასა და ენერგოდარში უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაბომბა რუსული სამხედრო ობიექტები ყაზარმები, ნოვა კახოვკის ხიდი მდინარე დნეპრზე და საბრძოლო მასალების საცავები…

?ამროსიევკა (დონეცკის ოლქი) HIMARS-ების GMLRS-ის GPS-ით მართვადი რაკეტებით დაიბომბა რუსული საბრძოლო მასალების საწყობი…

?კადეევკა (სტახანოვი) HIMARS-ების GMLRS-ის GPS-ით მართვადი რაკეტებით დაიბომბა რუსული საბრძოლო მასალების საწყობი…

??⚔️უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა განახორციელა ეფექტური საავიაციო/საარტილერიო/სარაკეტო დაბომბვები და დივერსიები მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეებში (თუმცა ოფიციალურად უკრაინული მხარე არ ადასტურებს ყირმის ნახევრკუნძულზე მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას) რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ რუსების მიერ ფრონტის ხაზების მომარაგება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ლოჯისტიკური კვანძები მნიშვნელოვნად დაზიანდა, ასევე მნიშვნელოვანდ შემცირდება საარტილერიო ცეცხლის ინსტენსივობა და საოკუპაციო ძალების დემორალიზაციის მასშტაბები გაიზრდება…

?⚔️19 აგვისტოს რუსულ სამხედრო ობიექტებზე მომხდარი აფეთქებების გამომწვევ მიზეზები შესაძლოა იყოს კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციები, დივერსიები, სარაკეტო დაბომბვები თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგან უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს მასში მონაწილეობას.
თუმცა შესაძლოა ითქვას რომ დაბომბვებს წინ უძღვის გარკვეული რაოდენობის უპილოტო საფრენი დრონების რუსულ სამხედრო ობიექტებზე კონცენტრაცია(სავრაუდოდ ამერიკლების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული Phoenix Ghost-ები რომლებიც სპეციალურად შეიქმნა უკრაინის არმიისათვის და გასაიდუმლოებულია მისი ტექნიკური მახასიათებლები, ან ტაივანის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული დიდი რაოდენობით, 800 ერთეული დრონი) რათა მოახდინონ რუსული საზენიტო სარეკეტო კომპლექსების ყურადღების გადატანა და სწორედ ამ დროს ხდება აფეთქებები (სარაკეტო დაბომბვები/დივერსიები) თუმცა ასევე რთული სათქმელია როგორ აღწევენ ეს დრონები რუსულ სამხედრო ობიექტებამდე? სავარაუდოდ შავი ზღვის აკვატორიიდან ხდება მათი შედინება ყირიმის მიმართულებაზე (ქერჩის რაიონში რომელიც ყირიმის აღმოსავლეთით არის იქამდე როგორ მიაღწიეს რთული სათქმელია),

?⚔️თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყირიმის მთელს ტერიტორიაზე თითქმის ყველა სამხედრო ობიექტს იცავს რუსული S-400-ისა და S-300-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, ხერსონიდან თუნდაც ტაქტიკური რაკეტების( თუნდაც MGM-140 ATACMS ან თუნდავ Grom-2 ტაქტიკური რაკეტის რაც ნაკლებად სავარაუდოა) გაშვების შემთხვევაში ის ვერ ჩააღწევდა ყირიმის სიღრმეში, შესაბამისად ვერც ზაპოროჟიის ოლქიდან გაშვების შემთხვევაში, რადგან მას რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები გადაიჭერდნენ/გაანეიტრალებდნენ, გამომდინარე აქედან შესაძლოა ყირიმის ტერიტორიაზე დაბომბვები ხორციელდება საჰაერო ბაზირების Harpoon Block II-ის ხომალდსაწინააღმდეგო GPS-ით მართვადი რაკეტებით, მისი გადაჭერა რთულია, რადგან მისი მოქმედების ტრაექტორია დაბალ სიმაღლეზეა, რომელიც გამოიყენება სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად და მისი გაშვება სავარაუდოდ ხდება MIG-29-ის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლებით შავი ზღვის აკვატორიიდან დასავლეთ ყირიმის სანაპირო ზოლიდან 100-150 კილომეტრის არეალიდან…

?უკრაინის მიმდინარე ომი სარაკეტო დუელებში გადაიზარდა, რუსულ სამხედრო ობიექტებზე აფეთქებების შემდგომ რუსეთის შავი ზღვის აკვატორიიდან რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, თუმცა მისი განეიტრალება/გადაჭერა მოხერხდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისა და უკრაინული ავიაციის გამოყენებით, როგორც ჩანს უკრაინის არმია მზად იყო რუსეთისაგან საპასუხო ნაბიჯებისათვის და კარგად მომზადებული დახვდა…

???უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 საათში გაანადგურეს საბრძოლო მასალების 4 საწყობი და 2 სამხედრო ბაზა, ინფორამაცია საოკუპაციო ძალების დანაკარგების შესახებ ზუსტდება…

??✊ახლოვდება 24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, ომის კულმინაცია კი პიკს აღწევს!

დიდება გმირებს!”

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved