• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

17 მაისი სევდიანიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში…ნატვრა ჩემი ისაა, რაც თქვენი და ამ ქვეყნის მოსახლეობის – ჯანო იზორია

ალია ავტორი - ალია
22:24 05-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
661

ჯანო იზორია 17 მაისს იუბილარი იყო, მსახიობი 41 წლის გახდა. საზოგადოებამ ის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო და შეიყვარა, თუმცა მანამდე ფოთის ვალერიან გუნიას  სახელობის თეატრში დიდი სამსახიობო  გამოცდილება ჰქონდა.

არის სხვადასხვა პროექტების მონაწილე, საკმაო წარმატებები აქვს კინოკარიერაში,სულ ცოტა ხნის წინ, ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში “ბოდიში დაგვიანებისთვის” მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთასორისო კინოფესტივალზე სამ ნომინაციაში წარსდგა და საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.

ამავდროულად  აქტიურად დგას სხვადასხვა თეატრის სცენაზე, საკუთარ დაბადების დღეს, სწორედ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში შეხვდა. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი, ევა და თებე, დაბადების დღემ სასიამოვნოდ ჩაიარაო გაგვიმხილა. ამბობს, რომ პირველებმა მეუღლემ და შვილებმა მიულოცეს.
  • დილით გავედით მე და გვანცა ის სამსახურში,მე თეატრში რა თქმა უნდა პირველებმა მომილოცეს გვანცა თებემ ბევრი კოცნა  დავიმსახურე და მერე თეატრში მოულოდნელად ბუშტები. პატარა ფუნთუშა, სანთელი და აფხაზეთელები, ჩავიფიქრე ის, რაც უნდა აგვიხდეს ყველას ერთად . რა თქმა უნდა ჩემი უფროსი გოგოს, ევას ვიდეო მოლოცვა მივიღე,  ეს მაბედნიერებს. 

ჯანო ევასთან ერთად.

 

მსახიობის ფეისბუქგვერდზე ძმის პოსტი დაიდო, რომ ჯანო უკვე 45 წლისაა, ცოტა ხანში ჯანო იზორიამ სიცილით უპასუხა ამას, რომ მისმა ძმამ იხუმრა და ის 41 წლის გახდა.

–იმიტომ გამივრცელა რომ მასზე ახალგაზრდულად გამოვიყურები, ყოველ წელს ასე მიმატებს წლებს,  მაგრამ ვერაფერს მაკლებს, რათქმაუნდა ვხუმრობთ, მასზე ძვირფასი არ ვიცი ძმა თუ ვინმეს კიდევ ჰყავს. დედმამისშვილებზე დიდი განძი არ არსებობს დამეთანხმებით. 

– ყველაზე შთამბეჭდავად ან მძაფრად თუ დაგამახსოვრდა რომელიმე დაბადების დღე, ცნობილია, რომ წარმოშობით აფხაზეთიდან ხარ…
– გალში დავიბადე, ფოთში გავიზარდე, ოტობაია ჩემი სახლი კარი. დაბადების დღე მახსოვს ბაბუამ გადამიხადა, გოჭი დამიკლა, სუფრა გამიწყო სოფელში, ეს ძალიან ისეთი შთამბეჭდავი იყო,სხვანაირი და უჩვეულო, ისე ხშირად არ ვიხდიდი დაბადების დღეს.
– ჩემი განწყობა კარგი იყო, ბედნიერი, 17 მაისი სევდიანიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში…მთელი დღე ცრემლიც მდენია საკუთარ დაბადების დღეზე… სენტიმენტები მოჭარბებული ასეთი 17 მაისიც მქონია, მაგრამ ამ წელს სუპერ განწყობით შევხვდი, დილით სოხუმში მქონდა რეპეტიცია ანუ თეატრში, იქ ჩემმა ძვირფასმა კოლეგებმა მომილოცეს და იყო უამრავი ადამიანის მოლოცვა, განა ეს არ კმარაა ბედნიერებისთვის ამდენს უყვარდე.
 
ჩემი ნატვრა არის ის, რაც თქვენი და ამ ქვეყნის მოსახლეობის, ტერიტორიების  100% ით დაბრუნება და დანარჩენი ნატვრა  და ოცნებები მერე თავისთავად აფეიერვერკდებაა…
თეგები: ჯანო იზორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved