• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

17 იანვრიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
16:40 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების კვეთიდან ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 17 იანვრის 11:00 საათიდან ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„ჯავახიშვილის ქუჩიდან გორკის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გოგიბერიძის, წინამძღვრიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების გავლით, ხეთაგუროვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით კი, გადაადგილება დასაშვები იქნება გორკის, ნათიშვილისა და ქურდიანის ქუჩების საშუალებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები – N59 და N122 ხეთაგუროვის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, გოგიბერიძის ქუჩის ნაცვლად, ზაარბრიუკენის მოედანზე ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით მოხვდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, ავტობუსები გადაადგილდებიან უცვლელი მარშრუტით; ავტობუსი – N91 გორკის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების ნაცვლად, გადაადგილდება ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს; N95 ავტობუსი ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით გადაადგილდება. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით, პუშკინის ქუჩის, რუსთაველის გამზირის, ჭანტურიას ქუჩის, მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის მოედნისა და გოგიბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N62 და N117 ხეთაგუროვის ქუჩიდან ჩიქობავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ზაარბრიუკენის მოედნისკენ გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, გოგიბერიძის ქუჩის გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, მარშრუტი შეეცვლება მხოლოდ N117 მიკროავტობუსს, რომელიც ჩიტაიას ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, გოგიბერიძისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების გავლით იმოძრავებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved