• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

19 ამერიკელი დიპლომატი ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს –

ალია ავტორი - ალია
15:12 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,773

აშშ-ის 19 დიპლომატი და ექსპერტი, ყოფილი მაღალჩინოსნები, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ასევე გვიჭირს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაგება, შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობენ “ქართული ოცნების” დე ფაქტო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეაქო, ათიათასობით ქართველის დემონსტრაციები გამოიწვია.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 6,5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღიდან მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. საქართველო გახდა რეფორმების ერთ-ერთი ლიდერი ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა არის ძალიან პროამერიკული და პროევროპული და მათ სურთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.

ეს აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლების შუქურა , სასწორზე დევს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია აქვს, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევდნენ, მოქმედების დროა.

შეერთებულმა შტატებმა:

უნდა შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იმის გამო, რომ მათ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წამოჭრილია სერიოზული კითხვები და ანალოგიურად უნდა შეაჩერონ ახალი პარლამენტის აღიარება და “ქართული ოცნების” მთავრობის აღდგენა.
მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქვეშ, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.
მოვუწოდოთ საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებზე.
დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები. სანქციები უნდა შეეხოს პოლიციელებს და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში.

ყველა ეს ღონისძიება უფრო ეფექტური იქნება, თუკი ევროკავშირთან ერთად იქნება მიღებული. მარტო თუ ევროკავშირთან ერთად, ეს ნაბიჯები ეჭვს არ დატოვებს, რომ აშშ ცალსახად დგას საქართველოს ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით,” – წერენ დიპლომატები. 

ხელმომწერები:

  1. აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა;
  2. ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი;
  3. გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი;
  4. რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი;
  5. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი;
  6. აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი;
  7. ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი;
  8. აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი;
  9. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი;
  10. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი;
  11. ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი;
  12. აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი;
  13. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი;
  14. აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი;
  15. მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი;
  16. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ;
  17. აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი;
  18. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი;
  19. აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.

 

თარგმანი – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved