• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 წლის ფეხბურთელი, რომელიც მწვავე ლეიკემიას და კორონავირუსს ერთად ებრძვის – “8 წლის იყო, როცა მამა ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა…”

ალია ავტორი - ალია
20:00 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

16 წლის მოზარდს ცოტა ხნის წინ მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და ახლა ის კოვიდ ინფიცირებულიცაა, ხოლო დედა კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა და რეინფიცირებით ისიც საავადმყოფოშია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი მწვავე ლიმფობლასტიური ლეიკემიის გადასამოწმებლად ექიმთან მივიდა და დადგენილი წესით, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი აუღიეს, პასუხი პოზიტიური აღმოჩნდა.

16 წლის ნიკა ბარბაქაძე ახლა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიასა და კორონავირუსს ერთდროულად ციციშვილის სახელობის კლინიკაში ებრძვის. ახალგაზრდა ფეხბურთელს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობის დაწყება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

8 წლის იყო, რომ მამა ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა. ის და მისი უმცროსი და დედამ მარტო გაზარდა. ფეხბურთით პატარა ასაკიდან დაინტერესდა. ის ახლა, გუნდ „გაგრა“-ს 17 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და დიდ სპროტულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ. სანამ ნიკა სპორტულ კარიერას აიწყობს და ვარსკვლავ სპორტსმენად იქცევა, მანამდე  მძიმე სენთან ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

ნიკას დედას, ნათია მოდებაძე, “პრაიმტაიმთან” ამბობს:

„1-ლ მარტს ტემპერატურამ აუწია, ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. წავიყვანე კლინიკაში გამოკვლევებზე, თავიდან ჰაიმორიტი გვითხრეს და ანტიბიოტიკო თერაპია ჩავუტარეთ. მედიკამენტების მიღების დასრულების შემდეგ, ტემპერატურა ისევ აეწია, რაც ცუდად მენიშნა.

ხელახალი ანალიზების გაკეთების შემდეგ, სისხლში ცვლილებები დაფიქსირდა. ჯირკვლები შეუშუპდა. ერთი კვირა ინფექციურ საავადმყოფოში იწვა, იქ მონონუკლეოზი დაუდგინდა. ექიმი მაინც ეჭვობდა, რამე სხვა დაავადება არ იდგეს ამ ყველაფრის უკანო, რადგან მწვავე ფორმებში მიმდინარეობდა მონონუკლეოზი.

ერთკვირიანი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, ნორმალურად იყო. სახლში გამოვეწერეთ და პერიოდულად ანალიზებს ვუკეთებთ. 16 მარტს მედიკამენტების მიღება დაასრულა. პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში ჰემეტოლოგთან კონსულტაციაზე მყავდა. ხელახალი ანალიზები გავუკეთეთ, სადაც სისხლში ისევ ცვლილება დაფიქსირდა. ექიმმა იმ დღესვე ნიკას კლინიკაში დაწვენა მოითხოვა. კოვიდზე სწრაფი ტესტი გაგვიკეთეს, მეც და ნიკასაც კორონავირუსი დაგვიდასტურდა.

ამ ყველაფერს ეს უხილავი მტერიც დაემატა. იაშვილიდან ციციშვილის კლინიკაში გადმოგვიყვანეს და ბოქსირებულ პალატაში მოგვათავსეს. უკვე ხუთი დღეა აქ ვართ. როგორც ექიმები მეუბნებიან, ჩემს შეთხვევაში რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, რადგან დეკემბრის თვეში კორონავირუსი გადავიტანე. საკმაოდ მძიმე ფორმებში მქონდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი.

იმის გამო, რომ კოვიდი გვაქვს, ნიკას ანესთეზია არ გაუკეთეს და თეძოდან ძვლის ტვინის ანალიზი გაუტკივარების გარეშე აუღეს. გუშინ. ანალიზის პასუხები მოვიდა, სადაც წერია, რომ ნიკას მწვავე ლეიკემია ლიმფობლასტური ტიპით  აქვს. იაშვილის კლინიკის ექიმმა გვითხრა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ გარკვეული პრეპარატების მიღება, რომლის დასრულების შემდეგ ქიმიო თერაპიაა საჭირო.

კოვიდის გამო, სამწუხაროდ ვერანაირი მედიკამენტს ვერ ვიღებთ. მანამდე კი ანალიზები მინდა, რომ საზღვარგარეთ გადავამოწმოთ. ნიკას წაყვანა სხვა ქვეყანაში აუცილებელია. საუბარია საფრანგეთსა და თურქეთზე, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია სად წავალთ.

ველოდებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას, რადგან ხელში უნდა გვეჭიროს საბუთი რითაც სხვა ქვეყნის საზღვრის გადალახვას შევძლებთ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ფინანსებთან ერთად გადამწყვეტია დროც.“ – ამბობს ნათია მოდებაძე.

ნიკამ საკუთარი დიაგნოზის შესახებ იცის. ისიც იცის, რომ მას აუცილებლად დაამარცხებს და ცხოვრებას ისევ ისეთი რეჟიმით გაგრძელებს, როგორც ამ დაავადების აღმოჩენამდე იყო. ახლა, მთავარია თქვენც გჯეროდეთ, რომ ნიკა აუცილებლად მოერევა ამ სენს და ამისთვის ამ ანგარიშის ნომერზე თუნდაც სიმბოლურ ერთ ლარს მაინც ჩაურიცხავთ.

საქართველოს ბანკი:

GE36BG0000000577931400

მიმღები ნათია მოდებაძე

თიბისი ბანკი:

GE75TB7720045061100102

მიმღები სალომე თირქია

ლიბერთი ბანკი:

GE19LB0211125792950000

მიმღები ნათია მოდებაძე

თეგები: ქველმოქმედება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved