• რეკლამა
  • კონტაქტი
13:03, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 წლის მოზარდის ლიკვიდაციის მცდელობა გარდაბანში – მკვლელობა მამაზე შურისძიების მოტივით დაიგეგმა

ალია ავტორი - ალია
11:21 11-09-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

გარდაბანში 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობა ქურდული სამყაროს დავალებით და შურისძიების მოტივით დაიგეგმა – დანაშაულის მიზანი ბიზნესმენის შურისძიება იყო.

გამოძიების მიხედვით, მსხვერპლის მამას, რომელიც გარდაბანში მაღაზიის მფლობელია, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, თვეების განმავლობაში ემუქრებოდა და 100 000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ. უარის შემდეგ, დამკვეთმა შურისძიება შვილზე გადაწყვიტა.

მოზარდს მინდორში ჩაუსაფრდნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. არასრულწლოვანი გადარჩა და გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. დაცხრილული ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ადგილობრივებმა თავად დააკავეს და შსს-ს გადასცეს. საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

“პირველად როცა მივიდა, დაინახა, რომ მანქანა იყო გაჩერებული. მამამისს შეატყობინა, რომ ასე და ასეაო. მამამისმა უთხრა, რომ არ შეგეშინდეს, გააკეთე, რაც გასაკეთებელია და მობრუნდი უკან, სახლში. უკან რომ დაბრუნდა, გზაში დახვდნენ ისინი, ვინც ესროლეს. დაახლოებით 15-16 წლის არის, არასრულწლოვანია. ჩემი აზრით, დასახვრეტად ისროდნენ, მანქანაც ცუდ მდგომარეობაშია, ფანჯრები ჩამსხვრეულია. დავიწყეთ ძებნა, სოფლებში ვეძებეთ, ახსოვდა მანქანის ნომერი და მაგ ნორმით დავიწყეთ ძებნა. გზად პოლიციის თანამშრომლებსაც შევატყობინეთ. ჩვენ დავიჭირეთ ეს მანქანა და მოვიდნენ თანამშრომლები და დააკავეს, – ყვება არასრულწლოვნის ბიძაშვილი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved