• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას მალაიზიაც გეგმავს

ალია ავტორი - ალია
10:00 11-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

მალაიზია მომავალი წლიდან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას აპირებს, რითაც უერთდება იმ ქვეყნების მზარდ რიცხვს, სადაც, ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, ციფრულ პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უჭერენ მხარს.

მალაიზიის კომუნიკაციების მინისტრმა ფამი ფადზილმა განაცხადა, რომ მთავრობა გადახედავს მექანიზმებს, რომლებსაც ავსტრალია და სხვა ქვეყნები სოციალურ ქსელებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებისთვის იყენებენ. როგორც მან აღნიშნა, მიზანი ახალგაზრდობის დაცვაა ისეთი ონლაინ საფრთხეებისგან, როგორებიცაა კიბერბულინგი, ფინანსური თაღლითობა და სექსუალური შევიწროება.

“ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის სოციალური მედიის პლატფორმები დაემორჩილებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც 16 წლამდე ასაკის პირებს ანგარიშების გახსნას აუკრძალავს“, – განუცხადა ფადზილმა ჟურნალისტებს.

ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სოციალური მედიის გავლენა ბოლო პერიოდში გლობალურად სულ უფრო აქტიურად განიხილება. ზოგიერთი პლატფორმა, მათ შორის TikTok, Snapchat და Meta (Facebook, Instagram, Whatsapp) აშშ-ში რამდენიმე სარჩელის წინაშე დგანან, “მენტალური ჯანმრთელობის კრიზისის გაღვივების” ბრალდებით.

ავსტრალიაში სოციალურ პლატფორმებს ვალდებულება აქვთ, წლის ბოლომდე გააუქმონ ყველა ანგარიში, რომელიც 16 წლამდე პირს ეკუთვნის – კანონს, რომელიც ქვეყანამ გასულ წელს მიიღო, მარეგულირებლები მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან.

ასაკის დადასტურების აპლიკაციას ტესტავენ ერთობლივი ინიციატივით საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, დანია და საბერძნეთიც.

მინიმალური ასაკის დაწესებას აპირებდა სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ინდონეზიაც, თუმცა მოგვიანებით ქვეყანამ ნაკლებად მკაცრი რეგულაცია შეიმუშავა, რომელმაც ტექნოლოგიურ პლატფორმებს თავიანთი ქსელების ნეგატიური კონტენტისგან გათავისუფლება და მკაცრი სავერიფიკაციო ზომების დანერგვა დაავალდებულა.

მალაიზიამ ბოლო წლებში სოციალური მედიის კომპანიები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ დააყენა, მავნე კონტენტის, მათ შორის ონლაინ აზარტული თამაშების და რასასთან, რელიგიასთან და სამეფო ოჯახის წევრებთან დაკავშირებული პოსტების ზრდის გამო.

მალაიზიაში, იანვარში ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, 8 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე პლატფორმებსა და მესენჯერებს ახლა ლიცენზიის მიღება მოეთხოვებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved