ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მიმდინარე წლის ბიუჯეტი ცვლილებების შემდეგ იქნება 16 მილიარდი ლარი. აქედან, მისი ნახევარი, 8 მილიარდი ლარი არის ვალები.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შემოსავლებში გარდა სესხებისა, 560 მილიონი ლარი არის გრანტები, გამოდის, რომ ბიუჯეტის 54 პროცენტი საკუთარი შემოსავლების გარეშეა დარჩენილი.
უპრეცედენტო და ძალიან საგანგაშო მოვლენაა.
ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ნასესხებ-ნაჩუქარი ფულით არის ფორმირებული…”
კომენტარები