• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 სექტემბრის ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ალია ავტორი - ალია
00:25 09-14-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,185

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

 

,,სექტემბრის ახალმთვარეობა 15-ში, თბილისის დროით, 5:40 საათზე დადგება.

ეს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში დაფიქსირდება. ეს ბუნებრივია წინა პლანზე წამოსწევს ამ ნიშნის თვისებებს: ორგანიზებულობას, დისციპლინირებულობას, შრომისმოყვარეობას, პრაქტიკულობას, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილების უნარს. ნეგატიური კუთხით კი ადამიანებში გააქტიურდება კრიტიკულობა, მეწვრილმანეობა და ცინიზმი.
ეს ახალმთვარეობა ქალწულის 22-ე გრადუსში იქნება, რომელიც უკავშირდება სიფრთხილეს და შეცდომების გათვალისწინება-გამოსწორებას. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი გახდება წარსულში დაშვებული შეცდომების ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და გამოსწორება. ეს გრადუსი არის მე-9 გრადუსის სარკული ანარეკლი და თუ მე-9 გრადუსის გავლენა მიანიშნებს ჯერ მოქმედება და შემდეგ ფიქრი, 22-ე გრადუსის გავლენა პირიქით, მიანიშნებს ჯერ ფიქრი და შემდეგ მოქმედება. უფრო მეტიც, ხშირად ეს ფიქრი და ანალიზი იმდენად „იწელება“, რომ მოქმედებაზე გადასვლა გვიანდება და ხშირად საერთოდ, არც კი ხდება.
ეს ახალმთვარეობა უპირისპირდება თევზებში განთავსებულ ნეპტუნს, რაც მიანიშნებს რაციონალურისა და ირაციონალურის დაპირისპირებაზე. ასე რომ, უახლოეს ერთ თვეში აუცილებელი იქნება შინაგანი თუ გარეგანი „ქაოსის“ – „კოსმოსად“ გადაქცევა, ანუ არეული სიტუაციების, მოვლენების, ურთიერთობების დალაგება-მოწესრიგება. ამ ერთთვიან პერიოდში სასურველი იქნება ყველა ადამიანი მყარად დადგეს მიწაზე და საკუთარ სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ეს საშუალებას მისცემს ილუზიებისგან გათავისუფლდეს და რეალობა კარგად დაინახოს, რაც ბუნებრივია, გაზრდის წინაღობების გადალახვისა და წარმატების მიღწევის ალბათობას. მეტეოროლოგიური თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, შენარჩულებული იქნება წყალდიდობებთან დაკავშირებული კრიზისები (რაც სექტემბრის პროგნოზში უკვე მივუთითეთ).
დამატებით, ინდივიდუალური კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ეს კარგი პერიოდია ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა თუ ვარჯიშის დასაწყებად. ასევე სასიკეთო იქნება განახლება, ცვლილებების განხორციელება, რეფორმების გატარება, უცხოეთთან და სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა პირველ სახლს უკავშირდება. ასე რომ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია გააქტიურდეს ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა. მოსალოდნელია საგარეო კურსთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გაკეთდეს როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე საქართველოს პარტნიორების მხრიდან. წინ წამოიწევს რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ქალწულის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი საინტერესო პერიოდი, რომელმაც მოსალოდნელია მოიტანოს ახალი ენერგიის გამოვლენა, ახალი პერსპექტივების დანახვა და მომავლის კორექციის შესაძლებლობა.
* ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიწის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – კუროებისთვის და თხის რქებისთვის. უახლოესი ერთთვიანი პერიოდი მათ მოუტანთ ახალ შანსს, პერსპექტიულ განვითარებას, თუმცა მათ მოუწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საჭირო დროს რისკზე წასვლაც.
* კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობების პერიოდი გახდება. მთავარი იქნება, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ და სწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა და ამასთანავე, გარკვეული ძალისხმევაც გაიღონ. უმეტეს შემთხვევაში, მათ ეს დაუფასდებათ და სამყაროს მხრიდან დადებითი უკურეაქცია აუცილებლად იქნება.
* რაც შეეხება თევზებს, ამ ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება საკუთარ თავში გადააფასონ წარსული და ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდნენ. ამას კი კრიზისებისადმი პრაგმატული მიდგომითა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მოახერხებენ.
* სუსტად დისჰარმონიული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ამ ადამიანებს მოუწევთ სწორად განსაზღვრონ პირველ და მეორეხარისხოვანი საკითხები, ამასთანავე, მათი მოგვარება პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრონ. სწორად გამოიყენონ საკუთარი კაპიტალი და ფუჭად არ გაფლანგონ თავისი დრო, ფული და ენერგია.
* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ არასაჭირო ინფორმაციის და კავშირების შეზღუდვა, რათა არ გადაიღალონ. ეს ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ნერვულ სისტემას და აუცილებლად დაისვენონ ხოლმე. ეს მათ დააზღვევთ ფიზიკური თუ მენტალური გამოფიტვისგან და უხეში შეცდომების დაშვებისგან.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved