15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არის არავაქცინირებული, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს არის ციფრი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ, ეს არის ციფრი, რომელიც მიუთითებს, რომ დიახ, ვაქცინაცია არ გვიცავს ინფიცირებისაგან, მაგრამ ის ნამდვილად გვიცავს გარდაცვალებისგან. ეს არის ძირითადი არგუმენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები