• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:26 01-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

ვერძი

დროა, გადაწყვიტოთ რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მხოლოდ ამით დაკავდეთ. ეცადეთ, არჩევანი მოგებიან და პერსპექტიულ საქმეზე შეაჩეროთ. სავარაუდოდ, გარშემომყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ – იმედს ნუ გაუცრუებთ, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ.

კურო

ეცადეთ, სასიამოვნო სასარგებლოსთან შეათავსოთ და პერიოდულად, განტვირთვის დღეები თუ წუთები მოიწყოთ. მშვიდი და აუჩქარებელი მუშაობა მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სიჩქარე და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება.

ტყუპები

დროა დაპაუზებული საქმეების დასრულებას შეუდგეთ და აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ – მათ ღირებული რჩევების მოცემა შეუძლიათ, რაც თქვენს პროექტს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.

კირჩხიბი

გაითვალისწინეთ, რომ რთული პრობლემის გადაჭრაში და მოგებიანი შეთავაზებების მიღებაში სწორედ აქტიურობა დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე საქმეებს და პოზიციის განმტკიცების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

დღის გეგმები შეიძლება სულ ბოლო წუთს შეიცვალოს, მაგრამ ეს ნერვიულობის და უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ. გირჩევთ, ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ. ამ დღეს ორი კურდღლის დევნა დროის უშედეგოდ ხარჯვა იქნება.

ქალწული

წინდახედულობა და გონივრული მიდგომა კეთილდღეობას და პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ. ამ დღეს ადამიანებით მანიპულირება არ გამოგივათ და შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოთ. გირჩევთ საღამო სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, პირადი ცხოვრებისა და გართობისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ბრწყინვალე შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელიც ახლახან აღმოაჩინეთ. გირჩევთ თქვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს დააკვირდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ეცადეთ, სწრაფი რეაქცია გამოავლინოთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილების მიღებს, თუნდაც სიტუაცია საიმედოდ მოგეჩვენოთ. უარი თქვით ექსპერიმენტებზე და მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმით დაკავდით. ადამიანი, რომელსაც დღეს დაეხმარებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

თხის რქა

მშვიდი და თანმიმდევრული მუშაობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ. დაფიქრდით, სანამ ვინმეს საბოლოო პასუხს გასცემთ.

მერწყული

გირჩევთ, ეს დღე სახლისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებას და საყოფაცხოვრებო საკითხებს დაუთმოთ. ეცადეთ, ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ – საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ.

თევზები

ეცადეთ, გართობისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო გამონახოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. გაათავისუფლეთ სახლი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, რაც თქვენს კეთილდღეობას აფერხებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved