• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო – სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს ყოველთვიური სტიპენდიები 400-დან 600 ლარამდე გაეზარდათ

ალია ავტორი - ალია
12:33 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სტიპენდიების ოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული.

სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისთვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ­ვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებაში.

„ცვლილების თანახმად, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 200 ლარით, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხოლო სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობით. ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული. ამასთან, „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულურის იმ მუშაკებს (17 პირს), რომელებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.

ზემოთ ხსნებულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოცემული დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიების მიმღებ ბენეფიციარებს დაემატნენ საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები, რომელთა ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა იმავე წესით, როგორც ეს ამავე დადგენილებით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებისთვის არის განსაზღვრული. კერძოდ, ვერცხლის მედლის მფლობელებისთვის – 800 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებისთვის – 500 ლარის ოდენობით. ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრება 2 000 ლარის, ხოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი – 800 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

უწყების ცნობით, მოცემული დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიები გაიცემა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებიდან.

„საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის პირველი ნოემბრიდან და შესაბამისად, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები, მათთვის განსაზღვრულ სტიპენდიას, ხოლო სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები გაზრდილი ოდენობის სტიპენდიებს მიიღებენ უკვე მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved