14 წლის მოზარდის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გლდანის ციხეში, სამარტოო საკანშია გადაყვანილი. ასიმ ასლანოვი სამ დღიანი მიმალვის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა იორმუღანლოს ტყეში აიყვანა. შეიარაღებულ თავდამსხმელს ხელბორკილები მაშინ დაადეს, როდესაც იმ სოფელში დაბრუნებას აპირებდა, სადაც 14 წლის ბავშვი ჩაცხრილა.
28 წლის კაცს ახლა უვადო პატიმრობა ემუქრება. მას ბრალის დადგენილებას ცოტა ხანში გააცნობენ. ახლა საინტერესოა, დააკავებენ თუ არა იმ ადამიანებს, ვინც 14 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ყველაფერი იცოდა, თუმცა დანაშაული დაფარა და პოლიციას 2 თვის განმავლობაში არ მიმართა.
,,ტვპირველი”
კომენტარები