გმირთა მოედნის ესტაკადაზე, 14 აგვისტოდან, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:
,,გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება”
კომენტარები