• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“1328 ლარიანი ხელფასიდან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი – 1 პურიდან 21.6 თეთრი, 1 ლიტრი საწვავიდან 90 თეთრი” – სიგიჟე, თუ რეალური სიგიჟე?

ალია ავტორი - ალია
01:41 01-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე:

“მარტივ და ადამიანურ ენაზე ავხსნათ თუ როგორ არის რიგითი ადამიანი ხელისუფლების ეკონომიკური წყარო.

დავიწყოთ ოფიციალური მონაცემების განხილვით. საქართველოში საშუალო ხელფასი არის 1328 ლარი. აქედან 20% – ს სახელმწიფო გაჭრით საშემოსავლო გადასახადის სახით და ხელზე იღებთ 1062 ლარს და 40 თეთრს.

ნუ გგონიათ, რომ თქვენი და სახელმწიფოს ურთიერთობა ამით სრულდება.

თქვენ ყოველდღიურად ყიდულობთ პურს, რომელიც ღირს 1.2 ლარი. აქედან დღგ-ს გადასახადს 18%-ს იხდით თქვენ (მყიდველები) შესაბამისად ყოველი 1 პურიდან 21.6 თეთრი მიდის ბიუჯეტში, ხოლო 0.98 თეთრი მიდის მწარმოებელთან.

ესეა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. თქვენ როდესაც მოგინდებათ პური, შაურმა, შოკოლადი, ჰამბურგერი, ახალი ტანსაცმელი და უამრავი რამ, სახელმწიფო ამ სურვილისთვის ჯამში “გსჯით” 18% – ით.

განსხვავებული ვითარებაა საწვავის შემთხვევაში სადაც ზემოთხსენებულ დღგ-ს 18% – ს ემატება აქციზის გადასახადი. დღევანდელი რეალობიდან რომ ამოვიდეთ (საწვავის ფასი საშუალოდ 3 ლარი) ერთი ლიტრი საწვავიდან 90 თეთრი შედის ბიუჯეტში აქციზი+დღგ.

უფრო რომ გავამარტივოთ:

თუ თქვენ:

დაგერიცხათ ხელფასი 1328 ლარი.

საწვავს იხმართ თვეში 150 ლიტრს (450 ლარი)

პური, სურსათი და ა.შ იყენებთ საშუალოდ 400 ლარს

საშუალოდ 100 ლარს იხდით კომუნალურ სერვისებში.

50 ლარს მოიხმართ მობილური ინტერნეტი, სალაპარაკო და ა.შ

60 ლარს ხარჯავთ მედიკამენტებში.

რეალურად სახელმწიფო თქვენგან იღებს:

ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 20% ანუ 296 ლარს.

საწვავიდან 135 ლარს.

პური, სურსათიდაბ 72 ლარს.

კომუნალურებიდან 18 ლარს.

მობილური/ინტერნეტი 9 ლარს.

მედიკამენტებიდან 10.8 ლარს.

ჯამში საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური საქატატის მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1328 ლარს, მისგან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი

სიგიჟეა ხომ? არა, რეალობაა!!!
თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში

მიხვდით ხომ?

აბა ეხლა იმაზე დაფიქრდით თქვენი შრომის 40.66% ს როგორ ხარჯავენ”

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved