• რეკლამა
  • კონტაქტი
05:10, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

13 წლის მოზარდი, რომელსაც ელვამ დაარტყა, კლინიკაში რჩება

ალია ავტორი - ალია
10:48 08-31-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
428

მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს დაშავებული მოზარდები თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ცნობილია, რომ 29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.

რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ დეტალურად ბავშვების ახლობელი, მანო გიგოლაშვილი უყვება. ბავშვები მისი ძმის, გიგო გიგოლაშვილის ფერმაში იმყოფებოდნენ.

როგორც მანო გიგოლაშვილი ამბობს, შოთიკო მექვაბიშვილი და გოდერძი ელოშვილი იმ დღეს გიგო გიგოლაშვილს საქონლის ჩამოყვანაში ეხმარებოდნენ. ბავშვებს იქ ყოფნა განსაკუთრებით უხაროდათ, საქონლის მოვლასთან ერთად ცხენითაც ერთობოდნენ და დროს ხალისიანად ატარებდნენ.

,,წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ.  თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.

„ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა – შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით  სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად.

,,გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო  ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.” – უყვება ,,ქართლის ამბებს” მანო გიგოლაშვილი.

ელვისგან დაშავებული ბავშვი თავდაპირველად გორის ,,გორმედში” მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მანო გიგოლაშვილი ამბობს, რომ იმ მძიმე წუთებში ოჯახმა განსაკუთრებით იგრძნო ღვთის წყალობა.

„მართლა სასწაულმა გადაგვირჩინა ბავშვები. უფლის გვერდში დგომა ვიგრძენით.” – ამბობს  მანო და მიმართავს მოზარდების მშობლებს, რომ უნდა იამაყონ ვაჟკაცი შვილებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved