ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს. გაბუნიას განმარტებით, გეგმით გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია.
„ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმით ასევე გათვალისწინებულია, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.
















კომენტარები